რიპლის მორიგი პარტნიორობა გადახდის სერვისების გიგანტთან
რიპლმა ახლახანს კიდევ ერთი პარტნიორობის შესახებ გვამცნო: ის ამჯერად მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილ ფულის გადარიცხვის სერვის პროვაიდერთან, MoneyGram-თან აფორმებს ხელშეკრულებას.
შეთანხმების მიხედვით, რიპლის xRapid-ი MoneyGram-ის საზღვართაშორისი გადახდის პარტნიორი იქნება. ამისათვის რიპლმა 50 მილიონი დოლარი დაარეზერვა მხოლოდ MoneyGram-ის სერვისებისთვის კომპანიის წილის სანაცვლოდ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში.
„ეს უზარმაზარი ნაბიჯია საზღვართაშორისი გადარიცხვების გამარტივებისათვის და ველი გრძელვადიან, საკმაოდ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ კომპანიას შორის“ - განაცხადა ბრედ გარლინგჰაუსმა, რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამ ახალი პარტნიორობის ეპიცენტრში xRapid-ია, რომელიც იდეალურ ლიკვიდურობას უზრუნველყოფს.
„რიპლის xRapid-ის მეშვეობით შევძლებთ მყისიერად გადავცვალოთ ამერიკული დოლარი საჭირო ვალუტაში 24/7-ზე, რაც ჩვენი ოპერაციების რევოლუციას გამოიწვევს და საოცრად გააუმჯობესებს ჩვენი გლობალური ლიკვიდურობის მენეჯმენტს“ - ამბობს MoneyGram-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექს ჰოლმსი.
აღნიშნული სიახლის წყალობით კრიპტოვალუტა XRP-ის ფასი 6.28%-ით გაიზარდა. წერის მომენტში მისი ღირებულება 0.43%-ს შეადგენს.
წყარო: cryptoslate.com