top of page

კოინმანია - ქართული კრიპტო ბირჟა


coinmania.ge, კრიპტოვალუტების ცნობილი ქართული ბირჟა, უკვე თურქეთშიც გაიხსნა coinmania.exchange სახელით და სულ მალე დაიწყებს ოპერირებას. ეს კომპანიის ერთ-ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სხვა სიახლეებთან ერთად, რომელთა შესახებაც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სულხან ჯაში გვესაუბრა.


კოინმანია 2017 წლის თებერვალში დაარსდა და მას შემდეგ ქართველ საზოგადოებას კრიპტოვალუტების უსაფრთხო შესყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას სთავაზობს. ახლო მომავალში ისინი მობილური ვერსიის გამოშვებასაც გეგმავენ, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ამ პროცესს. პლატფორმას ბიტკოინის გარდა კიდევ ოთხი კრიპტოვალუტა: ლაითკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში და ტეზერი დაემატა. როგორც ბატონი სულხანისგან შევიტყვეთ, ისინი მონეროს დამატებასაც აპირებენ. მონერო ცნობილია თავისი დაცულობითა და ანონიმურობით. თუ ბიტკოინი ფსეუდოანონიმურ კრიპტოვალუტად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციის ავტორის ამოცნობა ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია, მონეროს შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება მისი რთული არქიტექტურის წყალობით. ამასთან ერთად, ის კომპიუტერული სიმძლვარით (CPU) მოპოვებადი კრიპტოვალუტაა.


იმისათვის, რომ კოინმანიას საიტზე სასურველი კრიპტოვალუტა შევიძინოთ, საჭიროა ტრადიციული ფულის ჩარიცხვა თიბისი ბანკის ანგარიშზე, როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე თიბისი ფეის აპარატებიდანაც. როგორც აღმოჩნდა, პლატფორმას აქაც აქვს სასიხარულო სიახლე:


„კოინმანია არ წყვეტს მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დაახლოებით ათ დღეში ისინი საქართველოს ბანკიდანაც შეძლებენ ანგარიშის შევსებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენს პლატფორმაზე კრიპტოვალუტების შეძენას“ - ამბობს სულხან ჯაში.


მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ამჟამადაც შეიძლება ნებისმიერი ბანკით სარგებლობა, თიბისის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში კლიენტებს მხოლოდ სამუშაო საათებში ერიცხებათ თანხა. ამ თანამშრომლობის შემდეგ აღნიშნული საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის დაბრკოლება აღარ იქნება.


კოინმანიას სერვისები


კრიპტო ბირჟაზე აღნიშნული ვალუტებით ვაჭრობის გარდა მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფი ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით ბაზარზე გაუსვლელად იყიდონ ან გაყიდონ სასურველი კრიპტოვალუტა. კოინმანია VIP საბროკერო მომსახურებასაც სთავაზობს მსურველებს დიდი ოდენობით ციფრული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში და ეს ყველაფერი არ არის: კომპანიები და მერჩანტები, რომლებიც ანაზღაურებას კრიპტოვალუტებში იღებენ, შეძლებენ მყისიერი კონვერტაციის ფუნქციით ისარგებლონ:


„როგორც კი კრიპტოვალუტა კოინმანიას საფულეში ჩაირიცხება, ავტომატურად დაკონვერტირდება ლარში, რაც ზარალის რისკებს ამცირებს იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად დაეცემა.“ - აგვიხსნა ბატონმა სულხანმა.


კოინმანია არსებულ მომხმარებლებს ერთმანეთში კრიპტოვალუტის გაცვლასაც საგრძნობლად უმარტივებს კიდევ ერთი ახალი ფუნქციით - “ექსპრეს გადარიცხვით”. ამ სერვისის მეშვეობით პლატფორმაზე უკვე დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ ელ.ფოსტის მეშვეობით გადაურიცხონ ერთმანეთს სასურველი კრიპტოვალუტა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ამასთან, არ არის საჭირო ბლოკჩეინში ტრანზაქციის დადასტურებების ლოდინი, თანხა მომენტალურად აისახება მიმღების ბალანსზე.


აქვე აღსანიშნავია, რომ “ექსპრეს გადარიცხვისთან” ერთად კოინმანიას ბირჟაზე ვაჭრობის საკომისიოც ნული პროცენტია. პლატფორმა შემოსავალს მხოლოდ სწრაფი ყიდვა-გაყიდვისას კურსთა სხვაობიდან იღებს.


კოინმანიას დამფუძნებლები სულხან ჯაში და ზურაბ კერძევაძე არიან, რომელთაც გამოცდილება IT მენეჯმენტსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში აქვთ. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გაცნობის შემდეგ მათ მიზნად დაისახეს კრიპტო ინდუსტრიის საყოველთაო ათვისებისა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება. ისინი ესწრებიან ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს და არც თავიანთი პლატფორმის დახვეწასა და გამარტივებას არ წყვეტენ, სადაც მსურველებს ვერიფიკაციისა და ლიმიტის გარეშე შეუძლიათ შეიძინონ სასურველი კრიპტოვალუტა.


შენიშვნა: სტატია წარმოადგენს სარეკლამო ბლოგს. კრიპტოზი მოუწოდებს მკითხველებს თავად მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ.

bottom of page