top of page

„ბლოკჩეინი აღმოჩენა არაა“


როგორც Bundesbank-ის (გერმანიის ცენტრალური ბანკი) დირექტორმა, ჯენს ვეიდმანმა, 29 მაისს ფრანკფურტში განაცხადა, ის არაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიით გაოცებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება დღითი-დღე იზრდება.


ნელი და ძვირი


„ბლოკჩეინის ინტეგრაციის პროექტი დიდი კრახით დასრულდა“ - ამბობს ჯენს ვეიდმანი. ბანკის ოპერაციების გაუმჯობესების ნაცვლად ბლოკჩეინმა ის უფრო შეანელა და მეტად ძვირი გახადა, რამაც პრეზიდენტი შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა - „ბლოკჩეინი საბანკო სისტემაში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს.“


ბლოკჩეინის შემოღების პროექტი გერმანიის ცენტრალური ბანკისა და Deutsche Boerse-ს ერთობლივი წამოწყება იყო, რომელიც 2016-ს ჩაისახა.


ვეიდმანი ამბობს:


„ბლოკჩეინმა არაფერი არ გააუმჯობესა, პირიქით, მან გამოთვლების წარმოების ხარჯი აწია და მათი შესრულების დრო დაწია. მსგავსი შედეგები მიიღეს ფინანსური სექტორების სხვა წარმომადგენლებმაც. იმისდა მიუხედავად, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროტოტიპების რიცხვები დღითი-დღე იზრდება, მისი „ინოვაციური“ გამოყენება ჯერ-ჯერობით არ ჩანს.“


ბანკები კრიპტო რევოლუციის ცენტრში


ინვესტორები შესაძლოა ამჟამად დადებითად იყვნენ კრიპტოვალუტების მიმართ განწყობილნი, განსაკუთრებით ბიტკოინის ფასის ზრდის პროცესში, მაგრამ სხვები არც თუ ისე კეთილი თვალით უყურებენ ამ ტექნოლოგიას.

კრიპტო კრიტიკოსები ამბობენ, რომ დეცენტრალიზირებული მონაცემთა ბაზები, მათ შორის ბლოკჩეინიც, ძირითადად ერთ ტექნოლოგიას ემსახურება, ესაა კრიპტოვალუტა, კრიპტოვალუტებს კი ფინანსური სექტორი ზრახავს.


მეორე ბანაკი


ვეიდმანის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, სხვა ცენტრალური ბანკები განაგრძობენ ბლოკჩეინის იმპლემენტაციას, ან ყოველ შემთხვევაში მის პოტენციალს აქებენ.


ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ივს მერში, სახელმწიფოებს იმ რეგულაციების შემოღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს , რომლებიც ინოვაციას აბრკოლებენ.

ის ამბობს:


„ზოგიერთი ტექნოლოგია გამოკვლევას იმსახურებს და ცენტრალური ბანკებისთვისაც შესაძლოა გამოსადეგი იყოს. ჩვენი მიზანია ტექნოლოგიურ განვითარებას ხელი შევუწყოთ და ინდუსტრია განვავითაროთ. მაგრამ, ასევე, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ სკეპტიკურნი და პოტენციური თაღლითობები დროზე აღმოვფხვრათ.“


წყარო: ccn.com

bottom of page