top of page

იოტას ქსელში ცვლილებაა


იოტამ ახლახანს გამოაცხადა Coordicide-ის გამოშვება. ეს პროტოკოლის დაგეგმილი განახლებაა, რომელიც ქსელის ცენტრალიზებულ კოორდინატორს ანაცვლებს.


იოტას თანახმად, Coordicide ახალი ტიპის დეცენტრალიზებული მექანიზმია, რომელიც მონაცემებისა და აქტივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს იოტას თენგლის ქსელზე. იოტას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბლოგი, აქ კი უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ ცვლილებაზე. როგორც ისინი ამბობენ, Coordicide ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამ ძირითად პრობლემას მოაგვარებს: მაღალ საკომისიოებს, მასშტაბურობასა და ცენტრალიზაციისკენ მიდრეკილებას.


აქამდე იოტას ქსელის უსაფრთხოებას კოორდინატორი უზრუნველყოფდა


სანამ იოტა განვითარების საწყის სტადიებზე იყო, პროტოკოლის დეველოპერებმა მომხმარებლების კრიპტოვალუტის უსაფრთხოების მიზნებისთვის კოორდინატორი შეიმუშავეს. ეს მექანიზმი ორმაგ ხარჯვის საწინააღმდეგოდ და ჩვეულებრივი ტრანზაქციების გატარებისთვის გამოიყენებოდა. როგორც პლატფორმის დეველოპერები ამბობენ, კოორდინატორი უზრუნველყოფდა, „რომ მომხარებლის კრიპტოვალუტები არ დაკარგულიყო და ტრანზაქციები ვერ გაუქმებულიყო.“ აქვე აღსანიშნავია, რომ იოტას შემქმნელებს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი კოორდინატორის უკეთესი მექანიზმით ჩანაცვლება:

„იოტას შექმნის დღიდანვე ვმუშაობდით კოორდინატორის ჩანაცვლებაზე. ახლა, როცა ჩვენი გუნდის ხარისხთან ერთად პროტოკოლიც წამოიზარდა და დაიხვეწა, დროა პირობა შევასრულოთ.“


მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია


იოტას დამფუძნებლების თანახმად, Coordicide-ის პროტოკოლის გაშვება ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. შემდეგი ნაბიჯი პლატფორმის გლობალურ ბაზარზე გასასვლელად მომზადება და მისი მასობრივად ათვისებაა. კომპანიის მკვლევართა ჯგუფს ახალი წევრებიც დაემატნენ, რომლებიც ერთად იმუშავებენ Coordicide-ის დახვეწაზე.


წერის მომენტში კრიპტოვალუტის ფასი 0.47$-ს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში 12%-იანი ზრდის შედეგია. იოტა ბაზრის მოცულობით მეთხუტმეტე ადგილს იკავებს.


წყარო: cryptoslate.com

bottom of page