top of page

მხოლოდ 732,000 ბიტკოინ საფულე ფლობს ერთ ბიტკოინს მაინც


ამჟამად 732,982 ბიტკოინ საფულე ფლობს ერთ ბიტკოინს ან მეტს. არსებულ 20 მილიონ საფულესთან შედარებით ეს საკმაოდ მცირე რიცხვია.


ფული, სტანდარტული განმარტებით, გაცვლის საშუალებაა, ღირებულების საზომ ერთეულსა და დაგროვების საშუალებას წარმოადგენს. ბიტკოინი პირველ ორს უპირობოდ აკმაყოფილებს, იმისდა მიუხედავად, რომ ხანდახან მის უკან მოქმედი მექანიზმი ხშირად არაეფექტური შეიძლება იყოს.


მას მესამე მახასიათებლის დაკმაყოფილება უჭირს - ღირებულების დაგროვების საშუალება - თუმცა, მალე ის ამ დაბრკოლებასაც გადალახავს.

Bitcoinist-ი ამბობს:


„ბიტკოინების 60%-ს ერთი წლის განმავლობაში მფლობელი არ გამოუცვლიათ. ეს ნიშნავს, რომ 10.5 მილიონის ღირებულების ბიტკოინი ბოლო 12 თვის განმავლობაში ღირებულების შემნახველის ფუნქციას ასრულებდა.“


როგორც ჩანს ზოგიერთი ინვესტორი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. ისინი ყიდულობენ ბიტკოინს და ინახავენ მას, მანამ სანამ ბიტკოინ/აშშ დოლარის თანაფარდობა მათ სასიკეთოდ არ შეიცვლება.


ახალი შეტევა 8000$-ზე


ამავდროულად, ბიტკოინი ახლიდან უტევს 8000$-ის ბარიერს. ამჟამად მისი ღირებულებაა 7836$. ბაზარი ფასის ზრდისთვის ხელსაყრელი ჩანს.


9000$-ის ბარიერისკენ ნებისმიერი წინსვლა 2018 წლის საშინელი დაღმასვლის დასრულებას მიანიშნებს. 9000$-ზე მეტი ფასი ბიტკოინის, 80%-იანი დაცემის შემდეგ, 50%-ით აღორძინებას ნიშნავს.


წყარო: bitcoinist.com

bottom of page