top of page

კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დაბრუნდა


შენიშვნა: ბლოგი აღებულია investinblockchain.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.

როგორც ჩანს, ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დაბრუნდა - Coinbase-ის IOS აპლიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გადმოწერადი გახდა.


კრიპტოვალუტების ფასის ზრდას ყოველთვის თან ახლავს საზოგადოებაში ინტერესის ამაღლებაც. 2017 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი ახალი ადამიანი ჩაერთო ამ სფეროში, მაგრამ უეცარმა ფასების ვარდნამ ძალიან ბევრს ინტერესიც გაუქრო. მიუხედავად ამისა, ბევრი კრიპტოენთუზიასტი იზიარებდა მოსაზრებას, რომ ბაზარი ციკლურად მუშაობს და, შესაბამისად, ფასების ვარდნას აუცილებლად მოსდევს მატებაც.


ბოლო რამდენიმე დღეების განმავლობაში, კრიპტო ბაზარმა საოცარი წინსვლა განიცადა. ბიტკოინის ფასი წერის მომენტში 8,021 აშშ დოლარს შეადგენს, ეთერიუმმა კი ბოლო 24 საათში თითქმის 15%-ით მოიმატა და 260 დოლარს გადასცდა.


სწორედ ფასების ასეთ ზრდას უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ კრიპტო ბირჟა Coinbase-ის აპლიკაცია Trending-ში, ანუ ყველაზე გადმოწერადი აპლიკაციების სიაში შევიდა.


წყარო: investinblockchain.com

bottom of page