top of page

“კრიპტო სამყაროს იპყრობს“


კრიპტო ბირჟა ShapeShift.io-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ვორჰესი, ამბობს, რომ კრიპტო ბაზარმა უკვე ფასების ოთხი თუ ხუთი აფეთქება ნახა და, რომ ფასების ახლანდელი ცვლილებების ციკლურია:

„ადამიანები ელოდებიან, სადამ ფასი მინიმუმამდე არ დაიწევს, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებიან. ვფიქრობ ზუსტად ესაა ბაზრის ახლანდელი აღორძინების მიზეზიც. ხშირად ეს მრავალი ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგია.“

ვორჰესის თანახმად, მხოლოდ ათი-თორმეტი კრიპტო პროექტი არსებობს, რომლებიც რაიმე ღირებულების მატარებელნი არიან. სხვა კრიპტო აქტივები კი, როგორც ვორჰერი ამბობს, „საერთოდ არ მოძრაობენ და არანაირი გავლენა არ აქვთ ბაზარზე.“

კრიპტოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გამოყენება

კითხვაზე, თუ რა აძლევს სპეკულატიურ ვაჭრობას სტიმულს, ვორჰესი ამბობს:

„კრიპტოვალუტების ფასის აფეთქებები უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ის მსოფლიოს იპყრობს. მისი გამოყენება ყოველთვიურად 5%-ით იმატებს და გაჩერებას არ აპირებს. სხვაგვარად შეუძლებელია ნულოვანი ღირებულების აქტივის ტრილიონობით დოლარის ღირებულებამდე აყვანა თუ არა სპეკულაციით და მასიური მერყეობით.“

გამოყენების სხვადასხვა ქეისებზე საუბრისას ვორჰესმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული ციფრული აქტივები აქტიურად გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგალითად ვენესუელაში.

ოჯახის სარჩენად უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანებიც მზარდად იყენებენ თავიანთი ოჯახისთვის თავიანთ სამშობლოში ფულის გადასარიცხად, ამბობს ShapeShift-ის აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო: cryptoglobe.com

bottom of page