top of page

Bitfinex-ი 430$ მილიონის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას


2019 წლის 25 აპრილს Bitfinex-ის და Tether LTD.-ის მშობელმა კომპანიამ iFinex Inc. სასამართლოდან წერილი მიიღო, სადაც ადანაშაულებდნენ, რომ 850$ მილიონის დაკარგვის დამალვაში მიუძღოდათ ბრალი. გამოძიების პერიოდში მათ აეკრძალათ იმ დოლარის აქტივების გამოყენება, რომლითაც კრიპტოვალუტა ტეზერია გამყარებული.


მას შემდეგ, როგორც ჩანს, Tether-ის მფლობელები ბიტკოინის, ეთერის და სხვა კრიპტოვალუტების გაქეშებას და პლატფორმიდან თანხის გატანას ცდილობენ. ინფორმაცია დადასტურებული არაა, თუმცა ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სხვა ბირჟებთან შედარებით Bifinex-ის ფასები ბევრად მაღალია.


გამოძიების პროცესში მომხმარებლებმა ჯამში დაახლოებით 183$ მილიონის ეთერი და 247$ მილიონის ბიტკოინი გამოიტანეს. მთლიანობაში გაქეშებული თანხის ოდენობამ 430$ მილიონი შეადგინა.


შედეგად, პლატფორმის მომხმარებლების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ტრანზაქციები შეჩერებულია და ისინი პლატფორმიდან დოლარის გამოტანას ვერ ახერხებენ. ზოგიერთი დაბლოკეს კიდეც, როდესაც მათ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მისწერეს.


ტეზერს პრობლემები აქვს


Tether LTD. საკმაოდ ბევრ ლეგალურ პრობლემებში გაეხვია 850 მილიონი დოლარის დაკარგვასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ცოტახნის წინ ისიც გამოვლინდა, რომ ბაზარზე არსებული ტეზერი მხოლოდ 74%-ითაა დოლარით გამყარებული მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 100% უნდა იყოს.


ახლა ვალუტის მშობელი კომპანია (iFinex) ერთ მილიარდიანი ICO-ს გაშვებას აპირებს, რათა Bitfinex-ს საჭირო დახმარება გაუწიოს. თუ აღმოჩნდა, რომ ტეზერის ამბებთან მასაც აქვს კავშირი, კომპანიას სერიოზული კრახი ელოდება.


წყარო: cryptoslate.com

bottom of page