top of page

ამაზონის იაპონური კონკურენტი კრიპტო ბირჟას ხსნის


შენიშვნა: ბლოგი ნათარგმნია u.today-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.


ამაზონის იაპონური კონკურენტი, Rakuten-ი, უკვე არეგისტრირებს კლიენტებს თავის კრიპტო ბირჟაზე, რომელიც მალე გაეშვება. კრიპტო საზოგადოება იმედს იტოვებს, რომ ამაზონიც მალევე გაიმეორებს იგივეს.


იაპონური ონლაინ გაყიდვების კომპანია Rakuten დიდი სისწრაფით ფართოვდება, სულ ცოტა ხნის წინ კი ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ კეტილგანწყობაც გამოიჩინა. ისინი ჯერ კიდევ შარშან ვარაუდობდნენ, რომ ბიტკოინით გადარიცხვები ონლაინ გაყიდვებში წამყვან პოზიციას დაიჭერს.


Forbes-ის აზრით, Rakuten-ის მიერ კრიპტოვალუტების ბოლომდე ათვისება ბიტკოინის ფასის კიდევ ერთ სწრაფ ზრდას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ მთლიან ბაზარს გაიყოლებს.


კომპანიის კრიპტო ბირჟას Rakuten Wallet ერქმევა. ამჟამად მომხმარებლებს პლატფორმაზე დარეგისტრირება Rakuten-ის საბანკო ანგარიშით ან Rakuten-ის მომხმარებლის ID ბარათით შეუძლიათ. კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია, როდის გახდება შესაძლებელი აღნიშნულის გარეშე ბირჟაზე დარეგისტრირება.


რაც შეეხება ბირჟის გაშვებას, ეს 2019 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ამისათვის ყველა საჭირო პრერეკვიზიტი უკვე არსებობს - მარტში კომპანიამ იაპონური ფინანსური რეგულატორისგან კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმის გახსნის ლიცენზიაც აიღო.


კრიპტოსაზოგადოებაში ამ სიახლეს დადებითად შეხვდნენ ისეთი პირების, როგორიც, მაგალითად, Binance-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, ამის შემდეგ ყველა დაიწყებს კრიპტოს ხმარებას.


წყარო: u.today

bottom of page