top of page

ამერიკაში ბიტკოინის კიოსკებიდან ყიდვა უფრო და უფრო ვრცელდება


Coinme-სა და Coinstar-ის პარტნიორობამ შესაძლოა ბიტკოინის მასობრივ ათვისებას შეუწყოს ხელი. კრიპტოვალუტა BTC კიოსკების მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია ყოველ 5 მილში ამერიკის ტერიტორიის 90%-ზე. კიოსკების ტრანზაქციების მოცულობა კვირიდან კვირამდე 17%-ით იზრდება, რაც საკმაოდ კარგი ზრდის ტენდენციაა, როგორც ამას ზემოხსენებული ორი კომპანიის CEO ამბობს. ამ კომპანიების პარტნიორობამ ბიტკოინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა ფართო მასებისთვის. ახლა ტექნიკური დეტალები საჭირო აღარაა კრიპტოვალუტის შესაძენად, ნებისმიერს შეუძლია თავიანთი ქაღალდის ფული ციფრულ აქტივში გადაცვალოს.


Coinme ბიტკოინ ATM-ების სტარტაპია, ხოლო Coinstar 12 ქვეყანაში 20,000 ფულის კიოსკს ფლობს, რომლებითაც შესაძლებელია მონეტების ფულში და გადახდის სერვისებში გადაცვლა. ორივე კომპანიის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ნილ ბერგქუისტის თქმით, კიოსკების წარმატება იმის დამსახურებაა, „რომ ეს ნაცნობი ტრანზაქციის ფორმაა და უფრო მეტ ნდობას იწვევს.“


„დღევანდელ ბაზარს რაც აკლია, ეს ნდობის ფაქტორია. ამ პარტნიორობის მეშვეობით შენ შეგიძლია შეხვიდე სანდო სასურსათო მაღაზიაში და იყიდო ბიტკოინი ლიცენზირებულ ბირჟასთან პარტნიორობის მეშვეობით. ეს ციფრული ვალუტის ეკონომიკისთვის ინფრასტრუქტურის საკვანძო ნაწილია.“ - დაამატა მან.


ნილი იმასაც განაცხადებს, რომ ადამიანები კრიპტოვალუტას უკვე მიზნობრივადაც იყენებენ:


„ხალხი ამას ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებს. კი, ისინი ბიტკოინს ძირითადად ინვესტიციის ან სპეკულაციისთვის ყიდულობენ, მაგრამ ამასთან ერთად გადახდებსა და ფულად გზავნილებსაც ახორციელებენ.“


Coinme-ს თანამშრომლების მიხედვით, იმ ადამიანების დემოგრაფიკა, ვინც ამ ATM-ებს იყენებს ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე Binance-ის თუ Coinbase-ის მომხმარებლებისა. ამ შენიშვნით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კიოსკები უფრო ფართო აუდიენციას სწვდება.

წყარო: cryptoslate.com

bottom of page