top of page

ისრაელის კრიპტო ბირჟა რიპლის xRapid-ის მიღებას აპირებს


ისრაელის კრიპტო ბირჟა, eToro, რიპლის xRapid-ის მიღებას სერიოზულად განიხილავს. ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი, იონი ასია, პარიზში ჩატარებულ ფინტექის ფორუმზე რიპლის აღმასრულებელ დირექტორს, ბრედ გარლინგჰაუსს, შეხვდა. მათ xRapid-თან დაკავშირებული პარტნიორობა განიხილეს:


„ვფიქრობ, რომ ფინტექის კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ფინტექის კომპანიებთან თანამშრომლობა. ცხადია, რომ ჩვენ რიპლით ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ Ripple Lab-თან თანამშრომლობით.“


ეს თანამშრომლობა რიპლისთვის 2019 წლის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება. თუმცა eToro არ არის ერთად ერთი ბირჟა, რომელიც xRapid-ით დაინტერესდა. რიპლის გრძელვადიანი პარტნიორი SBI Holdings იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც xRapid-ი მიიღო.


წყარო: zycrypto.com

bottom of page