top of page

ეთერიუმმა მეორე ადგილი დაიბრუნა


ეთერიუმმა (ETH) მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ბიტკოინის შემდეგ ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა გახდა. ამჟამად აღნიშნული კრიპტოვალუტის მთლიანი მოცულობა $12 მილიონს შეადგენს, ხოლო ფასი $122-ს გაუტოლდა. რიპლი და ეთერიუმი გასული წლიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის.


2018 წელს რიპლმა პირველად ჩამოიტოვა ეთერიუმი და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას შემდეგ ორივე კრიპტოვალუტა მეორე ადგილისთვის იბრძოდა, ადგილი ჰქონდა პოზიციების გაცვლასაც. ბოლო გადანაცვლება 2019 წლის იანვარში განხორციელდა მოკლე ვაჭრობის დროს, რომელიც XRP-ის სასარგებლოდ დასრულდა.


წლის დასაწყისიდან რიპლი საკმაოდ აქტიური იყო და კრიპტო საზოგადოებამ ამის მიზეზად ფასების მერყეობა დაასახელა. ამასთან იყო მოსაზრება, რომ რიპლის გუნდი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს აქტივების საბაზრო კაპიტალიზაციაზე.


ეთერიუმმაც განიცადა ფასის მნიშვნელოვანი ზრდა და სანამ კვლავ შემცირდებოდა $120-საც მიაღწია, რასაც განახლების პერიოდი მოჰყვა. განახლება იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა თებერვლამდე გადაიდო.


მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეთეირუმის ქსელში ახალი ანგარიშები ყოველდღიურად იხსნება. სპოტ სვოპების მეშვეობით, საკმაოდ ადვილად ხდება ადგილების გადანაცვლება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ETH სულ მცირე, ბოლო 6 საათის განმავლობაში ინარჩუნებს პოზიციას, შესაძლოა გარკვეული პერიოდით არც შეიცვალოს.


ამასობაში, წამყვანი ათივე კრიტპოვალუტა მწვანე ფერში ფიქსირდება, TRX-ისა და USDT-ის გარდა, რომლებიც ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. ბაზარი არასტაბილურია და ცვლილები შესაძლოა ნებისმიერ წუთს განხორციელდეს, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა თუ რა მოხდება უახლოეს რამდენიმე საათში. გასაკვირი არ იქნება, თუკი გარკვეული პერიოდის შემდეგ TRX-ს ზედა ხაზებში ვიხილავთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.


თავის მხრივ, ბიტკოინის ფასები ძალიან ნელა იზრდება, „coinmarketcap.com“ რეიტინგების მიხედვით, მისმა ღირებულებამ $3667 მიაღწია. ანალიტიკოსები კრიპტოვალუტას ფასების დაცემას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა სანამ ეს მოხდება ვისიამოვნოთ ამ განწყობით.



წყარო: coinspot.io

bottom of page