top of page

ამერიკამ შესაძლოა მსხვილ კომპანიებს კრიპტოვალუტების გამოშვება აუკრძალოს


ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები განიხილავენ სასამართლო ბრძანებას, რომლის თანახმადაც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეიძლება კრიპტოვალუტების გამოშევბა აეკრძალოთ.


„ფედერალური სარეზერვო სისტემის გამგებლების საბჭოს გადაწყვეტილებით, მსხვილმა პლატფორმას არ აქვს უფლება შექმნას, შეინარჩუნოს ან მართოს ციფრული აქტივი, რომელიც გამიზნულია ფართოდ ასათვისებლად როგორც გადაცვლის შუამავალი, ფულის ერთეული, ღირებულების შესანახი, ან სხვა მსგავსი ფუნქციის შემსრულებელი.“ - ვკითხულობთ ბრძანებაში, რომლის მიღების პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს.


ციფრული აქტივი სპეციფიკურად განმარტებულია, როგორც „აქტივი, რომელიც გამოშვებულია და გადაიგზავნება განაწილებული დავთარის, ან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, მიერ და მოიცავს ე.წ. ‘ციფრულ ვალუტებს’, ‘მონეტებს’ და ‘ტოკენებს.’“


მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების კატეგორიაში მოექცევა ნებისმიერი, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 25 მილიარდ დოლარს და კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება „არაუმეტეს ერთი მილიონი დოლარისა ყოველი დარღვეული დღისთვის.“


ბრძანება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მაგრამ ცნობების მის შესახებ გავრცელდა მხოლოდ რამდენიმე კვირიდან მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა კრიპტოვალუტა ლიბრას გაშვება გამოაცხადა. კომპანიამ ამისათვის 2018 წლის შემოსავლებიდან 55 მილიარდი დოლარი დაარეზერვა.


აღსანიშნავია ისიც, რომ წინა კვირას ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავისი პირველი კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტების შესახებ. მისი თქმით, ის არ არის სიმპათიებით განწყობილი ასეთი მერყევი კრიპტოვალუტების მიმართ, რომელთა ღირებულებაც არსაიდან მოდის. ამასთან, მან ფეისბუქის კრიპტოვალუტა ლიბრაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უპირობოდ ამჯობინებს ბევრად სანდო ა.შ.შ. დოლარს.


წყარო: coindesk.com

bottom of page