top of page

რა იწვევს კრიპტოვალუტების ფასების ზრდას?


კრიპტოვალუტების ბირჟა კრაკენის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეს პოველი, აქარწყლებს ეჭვებსა და შიშებს იმის თაობაზე, რომ მყარი კრიპტოვალუტა ტეზერი USDT მონეტებს ბიტკოინის ფასის ასაწევად ბეჭდავს.


მისი თქმით, კრიპტო ბირჟაში წელს ძალიან ბევრი ტრადიციული ფული შემოდის, რაც ტეზერის მარაგის ზრდასთან კორელაციაში მოდის.


„ტეზერში მიმდინარე მოვლენებზე შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როცა ტეზერის მარაგის ზრდა ვნახეთ, იზრდებოდა კრაკენში შემოსული ამერიკული დოლარის ოდენობაც. სხვა ბირჟებიც იგივეს იტყვიან. ასე რომ, მგონია, რასაც ტეზერთან ვხედავთ ეს ძალიან გამჭვირვალე ანარეკლია იმისა, თუ რა ხდება საბანკო სისტემის დონეზე ყველა სხვა ბირჟაში. როცა ახალი ტეზერი იბეჭდება, 99% შემთხვევებში კრიპტოვალუტების ბირჟებზე ტონობით ამერიკული დოლარი შემოდის.

მგონია, რომ ტეზერი ყველა ბირჟაზე გადანაწილებული ტრადიციული ფულის მცირე ნაწილია. ასე რომ, არამგონია, ის ამას მარტო აკეთებდეს. ჩემი ვარაუდით, დაბეჭდილი ტეზერი რეალურად სისტემაში შემოსული დოლარის ანარეკლია. ამ ყველაფერს შეიძლება პირდაპირ ისე შეხედო, რომ ფასის ზრდას ახალი დოლარების შემოსვლა იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ახალი მომხმარებლები ჩნდებიან. არის დღეები, როცა ფასები 10%-ით მატულობს და ამ დროს კრიპტოვალუტების ბირჟები 50,000-დან 100,000-მდე ახალ მომხმარებელს არეგისტრირებენ. ფასის ზრდასაც ეს იწვევს - უზარმაზარი მოთხოვნა და მედიის ყურადღება და არა ტეზერი.“


წერის მომენტში ბიტკოინი, სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად, ისევ გამწვანდა და ფასის ზრდას განაგრძობს რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ. კრიპტო ანალიტიკოსის, ალექს კრიუგერის, თქმით, მთავარი კრიპტოვალუტის მიერ 10,600$-იანი ზღვარის გადალახვამ სერიოზული ბიძგი გამოიწვია.


წყარო: dailyhodl.com

bottom of page