top of page

ლიბრა - ოფიციალური განცხადება ფეისბუქის კრიპტოვალუტაზე


შენიშვნა: ბლოგი არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებით.


კრიპტო ანალიტიკოსის, მაქს კაიზერის, თქმით, ფეისბუქის კრიპტოვალუტა libra, რომლის სახელიც უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, ასობით ალტკოინის საჭიროებას გააქრობს. ერთ-ერთ ტვიტში ის ამბობს:


„ალტკოინების აპოკალიფსი დაიწყო. ეს ბიტკოინის ფასს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ის ოქროს უწევს კონკურენციას და არა ტრადიციულ ფულს. (სავარაუდოა, რომ კრიპტო გადახდების კომპანიებიც გაქრებიან).“


ტროას ცხენი


ლიბრას ტროას ცხენსაც კი უწოდებენ, რადგან მან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მასების მიერ ათვისება უნდა გამოიწვიოს. მისი მეშვეობით ფეისბუქის 2.4 მილიარდი მომხმარებელი შეძლებს დოლარისა და სხვა საერთაშორისო ვალუტის ციფრულ მონეტებში გადაცვლას, რასაც შემდეგ ერთმანეთში გაცვლიან საბანკო ანგარიშთან შეხების გარეშე.


ფეისბუქი ამ სერვისის გაშვებას 12 სხვადასხვა ქვეყანაში აპირებს ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ მეოთხედში. ლიბრას დატესტვას ისინი ამ წლის ბოლოს დაიწყებენ. ეს კრიპტოვალუტა შეჭიდული იქნება რამდენიმე ტრადიციულ ვალუტასთან, როგორიცაა დოლარი, ევრო და იაპონური იენი.


„ფეისბუქისა და Whatsapp-ის მეშვეობით პოტენციურად ასობით მილიონი ადამიანი გამოიყენებს ლიბრას. მას გააჩნია პოტენციალი ამერიკულ დოლარზე მსხვილი გახდეს მომხმარებელთა რაოდენობით. ცუკერბერგმა კრიპტოვალუტებში იაფიანი და სანდო საზღვარშორისი ტრანსფერების შესაძლებლობა დაინახა. დიდი და პატარა კომპანიები ცდილობენ ბლოკჩეინი თავიანთი ბიზნესის სასიკეთოდ გამოიყენონ ამ ციფრულ ერაში, ჩვენ კი ამ ყველაფრის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ.“ - განაცხადა ბლოკჩეინ საკონსულტაციო ფირმის AmaZix კონსულტაციების დირექტორმა, ხოსე მარია მაკედომ.


უახლესი ცნობები


ლიბრას შესახებ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 18 ივნისს გაკეთდა. კრიპტოვალუტა თავდაპირველად განვითარებად ქვეყნებს უმიზნებს აფრიკიდან ლათინო ამერიკამდე. მას ექნება საფულეც, სახელად Calibra, რომელიც ინტეგრირებული იქნება ფეისბუქის მესენჯერსა და WatsApp-ში, მაგრამ ამას გარდა იქნება ცალკე აპლიკაციაც. საფულე 2020 წელს გაეშვება.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით ლიბრა გამყარებული იქნება რამდენიმე ვალუტითა და აქტივებით, რაც მის სანდოობასა და რეალურ ღირებულებას გაზრდის.


რაც შეეხება ქსელის მმართველობას, სტანდარტული დეცენტრალიზებული მოდელისგან ის იმით განსხვავდება, რომ მას განსაზღვრული პირები მართავენ. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს სანდოობის მოპოვებას. კრიპტოვალუტის ათვისების მიზნით ქსელი მხარდამჭერებსა და ხელშემწყობებს ლიბრას მონეტებით დააჯილდოებს.


ლიბრას ბლოკჩეინის whitepaper-ი 30 გვერდისგან შედგება და მისი მიხედვით პროექტში 50-ზე მეტი დეველოპერი მიიღებს მონაწილეობას.


წყარო: coinspice.io

bottom of page