top of page

სადილი უორენ ბაფეტთან


უორენ ბაფეტის წლევანდელი საქველმოქმედო სადილი ალბათ სულ კრიპტოსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დაეთმობა.


აუქციონი 28 წლის ჯასტინ სანმა, ტრონის დამფუძნებელმა და BitTorrent-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოიგო, რაშიც e-bay-ს მეშვეობით 4.6 მილიონი დოლარი გადაიხადა. მას შვიდი მეგობრის თან წაყვანაც შეუძლია.


„მე ბაფეტს დიდი ხანიათვალს ვადევნებ და მისი და მისი საინვესტიციო სტრატეგიების დიდი ფანი ვარ. როგორც უკვე გეცოდინებათ, Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელ დირექტორს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ბიტკოინში ვერანაირ ღირებულებას ვერ ხედავს. მიუხედავად ამისა, ის ყურადღებას ბლოკჩეინის პოტენციალზე ამახვილებს. ეს სადილი შესაძლებლობას მომცემს ბაფეტთან საერთო გამოვნახო.“


სანი გამდიდრების გზაზე ტესლასა და ბიტკოინში ინვესტიციით დადგა, როდესაც ის ჯერ კიდევ პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა 2013 წელს. მარკეტინგის გურუ წინა კვირიდან მოყოლებული ტვიტების მეშვეობით იტყობინება, რომ ის მალე „რაღაც გრანდიოზულსა და შესანიშნავს“ გამოაცხადებს. ამ პოსტებმა კრიპტოვალუტა ტრონის ფასი ერთ დღეში 20%-ით გაზარდა. როგორც თავად ამბობს, ბაფეტთან სადილზე ის კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიის რამდენიმე ლიდერის დაპატიჟებას აპირებს.


აღსანიშნავია, რომ ბაფეტის თქმით ბიტკოინი არ წარმოადგენს ინვესტიციას, არამედ ეს აზარტული თამაშია. თუმცა, როგორც ჩანს, მას არაფერი აქვს ბლოკჩეინის საწინააღმდეგო. ის დაინტერესებულია ამ ტექნოლოგიით და თვალს ადევნებს მას, მაგრამ ამასთან იმასაც ამბობს, რომ თავად არ ჩაერთვება მისი განვითარების პროცესში. ბლოკჩეინი უკვე აქტიურად გამოიყენება ფინანსების, ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიის მსხვილი კომპანიების მიერ ამა თუ იმ ოპერაციების გასამარტივებლად.


კრიპტოსაზოგადეობისათვის ეს სადილი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ ბაფეტისა და სანის ერთმანეთის საპირისპირო შეხედულებებს.


წყარო: finance.yahoo.com

bottom of page