top of page

ბრიტანეთის ფინანსური ინვესტორი კრიპტოვალუტების ფასების შესახებ


შენიშვნა: ბლოგი აღებულია ccn.com-იდან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.


გლენ გუდმენი, ბრიტანელი ფინანსური ინვესტორი, რომელმაც სახელი 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს აქციებისა და აქტივების დროულად გაყიდვით მოიპოვა, კრიპტოვალუტებს ინვესტორებისათვის იშვიათ შესაძლებლობად მოიხსენიებს. გუდმენმა BBC-ზე განაცხადა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ახალი ინტერნეტის დასაწყისია.


ის კრიპტოვალუტების ფასების ზრდას წინასწარმეტყველებს და ინვესტორებს მოუწოდებს „ეს შესაძლებლობა ორივე ხელით დაიჭირონ“. ბიტკოინის ღირებულება 9 000 დოლარს უახლოვდება და გუდმენსაც ღრმად სჯერა, რომ ეს ახალი კრიპტო ბუმის საწინდარია.


მას შემდეგ, რაც 2018 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 80%-ით შემცირდა, ის პირველად ახერხებს წინსვლას და იმ ინვესტორებს, ვინც ამ პროცესში მალევე ჩაერთვნენ, უკვე 130%-იანი მოგება მოუტანა. თავის ახალ წიგნში „კრიპტო მოვაჭრე“ გუდმენი წერს:

„წლების მანძილზე დაგროვებული ვაჭრობის გამოცდილება ამ ახალ ბაზარს მოვარგე. კრიპტო ინდუსტრია ვაჭრობის ველური დასავლეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკი, ისევე როგორც ჯილდო, ძალიან დიდია.“


მიუხედავად შარშანდელი მწარე გამოცდილებისა, რაც კრიპტოვალუტების ფასების სერიოზულმა ვარდნამ გამოიწვია და რის გამოც კრიპტო საზოგადოება ამ პერიოდს ‘კრიპტო ზამთრად’ მოიხსენიებს, გუდმენი ამბობს, რომ მან ამ პერიოდშიც მოახერხა და წვრილ-წვრილ მოგებებზე გავიდა. რამდენიმე დღის წინანდელ ტვიტში კი ის წერს:



„ბიტკოინის ფასი სულ რამდენიმე წუთში 500$-ით გაიზარდა. როგორც დაგეგმილი მქონდა, კრიპტოვალუტა ამ ზრდამდე შევიძინე და კარგი მოგებაც ვნახე, რადგან ეს მოძრაობა ასეთი დრამატული იყო. ალბათ კიდევ ჩავერთვები ვაჭრობაში თუ ტრენდი სიძლიერეს შეინარჩუნებს.“


კრიპტოვალუტების ფასების ასეთი ზრდა FOMO-საც უნდა დავუკავშიროთ, რაც გამორჩენის შიშს ნიშნავს. ინვესტორებისა და რიგითი ადამიანების უმეტესობა ბაზარში იმიტომ ერთვება, რომ არ უნდათ, გამდიდრების შანსი დაკარგონ. მაგრამ მათი გამოუცდელობის გამო დიდი შანსია, ყველაფერი პირიქით მოხდეს, რადგან ბოლოს მაინც გამოცდილი მოვაჭრეები ახერხებენ თამაშის მოგებულებად დატოვებას. ასე რომ, აუცილებელია პირველ რიგში კარგად გავერკვეთ კრიპტოვალუტებსა და ზოგადად ვაჭრობის საკითხში და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ მონაწილეობა ამ მართლაც სარისკო თამაშში.


წყარო: ccn.com

bottom of page