top of page

უძრავი ქონებით გამყარებული ICO


ახალმა ბლოკჩეინ სტარტაპმა Fundament გერმანიის ფინანსური რეგულატორისგან, BaFIN-გან, ნებრათვა მიიღო გაეშვა პირველი უძრავი ქონებით გამყარებული 280$ მილიონიანი ICO, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საცალო ინვესტორებისთვის.


აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მინიმალურ ინვესტიციაზე რაიმე შეზღუდვა ისევე, როგორც ადგილმდებარეობაზე. ეს ნიშნავს, რომ ვინმეს (პირობითად) ინდონეზიიდან შეუძლია 100 ევროს ოდენობის მონეტები იყიდოს და შედეგად არაპირდაპირ ჩადოს ინვესტიცია გერმანიის კომერციულ ქონებაში.


კრიპტოვალუტა, რომლის მარკეტინგსაც ფუნდამენტი შემდეგ თვეში დაიწყებს, ეთერიუმის ბლოკჩეინზე გაეშვება. მონეტა გამყარებული იქნება ხუთი სხვადასხვა სამშენებლო პროექტით - სამი მათგანი ჰამბურგში, ერთი ფრანკფურტში და ერთიც იენაში მდებარეობს. მთლიანი პორტფოლიო ჯამში 680,000 კუბურ მეტრს შეადგენს და საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროს ფართებს მოიცავს.


მონეტის გამომშვები ლეგალურად ვალდებულია მის მფლობელს დაახლოებით 4-8$ წლიური დივიდენდი უხადოს. რა თქმა უნდა, KYC (იცნობდე შენს კლიენტს) და AML (ფულის გათეთრების საწინააღმდეგო) რეგულაციები იმუშავებს და ყველა შემსყიდველის იდენტობა შემოწმებული იქნება. თუმცა, პროცესი საკმაოდ სწრაფია და სულ რაღაც სამ წუთში მომხმარებელს უკვე შეეძლება მონეტის შესყიდვა.


კომპანია არ გამოიყენებს საინვესტიციო ბანკს და პირადად გაანაწილებს ფასიან ქაღალდებს ხარჯების შემცირებისა და ინვესტორებისთვის მოგების გაზრდის მიზნით. მსურველებს მონეტების შესყიდვა ბიტკოინით, ეთერით, ამერიკული დოლარით ან ევროთი შეეძლებათ. ისინი, ვინც ტრადიციულ ფულში გადაიხდიან, მიიღებენ პატარა მოწყობილობას, რომელზეც დარიცხული იქნება ეს მონეტები.


წყარო: coindesk.com

bottom of page