top of page

კოინეტიკი - ახალი ქართული კრიპტო ბირჟა


“ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როდესაც ყველას სურდა დაწყება, მაგრამ გავაგრძელეთ მაშინ, როდესაც ბევრმა იმედი დაკარგა. ახლა დავასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოს ბლოკჩეინ სივრცისთვის. კოინეტიკი, პირველი ქართული კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟა, უკვე ხელმისაწვდომია”.


წერს გიორგი ავალიანი, კომპანია კოინეტიკის აღმასრულებელი დირექტორი, საკუთარ Facebook-ის გვერდზე და პროექტის შთამბეჭდავ რეკლამასაც გვიზიარებს:


კოინეტიკის შესახებ სტატია ჩვენს საიტზე 2018 წლის სექტემბერში განთავსდა, რადგან სწორედ სექტემბერში მოხდა პროექტის პირველი, საჯარო პრეზენტაცია.ახლა, 2019 წლის ივლისს, პროექტი ხელმისაწვდომია ყველასათვის. ჩვენ უკვე გადავხედეთ ვებგვერდს და კოინეტიკის გუნდსაც ვესაუბრეთ, ახლა კი შევეცდებით გიამბოთ იმ გამორჩეულ ღირებულებებზე, რომლებსაც ეს პროექტი სთავაზობს მომხმარებელს:


სრულიად ქართული პროექტი


კომპანია ბირთვში (ქართული ტექნოლოგიური კომპანია), კოინეტიკის შექმნის იდეა 2017 წლის ნოემბერში გაჩნდა და ამ დღიდან მოყოლებული ქართველი პროგრამისტების გუნდი ცდილობდა შეექმნა კოინეტიკი. გუნდს დაახლოებით 2 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ იდეა რეალობად ექცია.


დაბალი ფასები და ტარიფები


სამწუხაროდ საქართველოში არ ვართ განებივრებული კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობის სიმარტივით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს რამდენიმე მსხვილი კომპანია და არაერთი ბიტკოინის შესაძენი აპარატი. კოინეტიკი სხვა კრიტობირჟებთან შედარებით დაბალ ტარიფებს გვთავაზობს და კოინეტიკის ვებგვერდზე ნახავთ, რომ საკომისიოები საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბაზარზე არსებულ კრიპტო პროვაიდერების ტარიფებთან მიმართებაში (დეტალურად საკომისიოების სანახავად ეწვიეთ ლინკს).


მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმა


კრიპტოვალუტების სივრცეში მნიშვნელოვანია სიმარტივე, ამ მხრივაც კოინეტიკს ყველაფერი გამართული აქვს. კოინეტიკი სრულადაა ინტეგრირებული სოციალურ ქსელებთან. მომხმარებლებს რეგისტრაციის და ავტორიზაციის პროცესის გავლა შეუძლიათ შემდეგი პლატფორმების დახმარებით: facebook, twitter, google, და სხვა. კოინეტიკზე შესაძლებელია 6 ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტით ვაჭრობა, საბაზრო ორდერის, ლიმიტ და სტოპ - ლიმიტ ორდერების განთავსება. საიტზე ასევე ხელმისაწვდომია “ცოდნის ბაზა”, სადაც ვაჭრობისათვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.


პროექტი ნამდვილად ამბიციურია და მასზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი შეფასება თქვენ უნდა გააკეთოთ. საბოლოოდ კი, იმედი გვაქვს, კოინეტიკი უფრო გაგიმარტივებთ ციფრული აქტივების მართვას.


შენიშვნა: სტატია წარმოადგენს სარეკლამო ბლოგს. კრიპტოზი მოუწოდებს მკითხველებს თავად მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ.

bottom of page