top of page

ჰაკერებმა კრიპტო ბირჟა Binance-დან 40.7$ მილიონის ბიტკოინები მოიპარეს


7 მაისს Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ, გამოაცხადა, რომ „უსაფრთხოების სერიოზული გარღვევის“ გამო ჰაკერებმა პლატფორმის მომხარებლების პირადი გასაღებები, ორფაქტორიანი ვერიფიკაციის კოდები და „სავარაუდოდ სხვა ინფორმაციაც“ გატეხეს. შედეგად მათ მოახერხეს დაახლოებით 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მოპარვა.


ოფიციალურ ინფორმაციამდე ჟაომ ტვიტერზე დაპოსტა, რომ ქსელში გაუთვალისწინებელი ცვლილებები ხდებოდა, მაგრამ ფონდები უსაფრთხოდ იყო. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა.


კრიპტო ბირჟას გატეხილი ანგარიშების სრული სია ჯერ არ აქვს, თუმცა, მათი თქმით, თაღლითებმა მხოლოდ Binance-ის ცხელ საფულეში (ონლაინ საფულე) შეღწევა მოახერხეს, სადაც სრული მარაგის მხოლოდ 2% ინახებოდა.


„ყველა დანარჩენი საფულე დაცულია“ - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, შემდეგ კი დაამატა:


„ჰაკერები საქმეს დიდი მოთმინებით მოეკიდნენ და კარგად დაგეგმილი შეტევა განახორციელეს, რომლის დროსაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანგარიშები შექმნეს და ყველაზე ხელსაყრელ მომენტში იმოქმედეს. ტრანზაქცია ისეა ჩატარებული, ჩვენი შემოწმებებისთვის გვერდი რომ აეარა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვასწარით გატანამდე ტრანზაქციის დაბლოკვა.“


თანხის გატანამ უსაფრთხოების სისტემის ჩართვა გამოიწვია და ყველა შემდგომი ტრანზაქცია დაბლოკა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თანხის ჩარიცხვა-გატანა მომდევნო კვირების განმავლობაშიც შეჩერებული იქნება, მაგრამ შიდა ტრანზაქციები ჩვეულებრივად იმუშავებს. ჟაოს თქმით, სიფრთხილეა საჭირო, რადგან „ჰაკერები შეიძლება ისევ აკონტროლებდნენ მომხმარებლის ანგარიშებს.“


აღნიშნულმა კრიპტო ბაზარზეც იმოქმედა. ბიტკოინის ღირებულება 290%-ით შემცირდა, სხვა კრიპტოვალუტებისა კი 1-10%-მდე.


წყარო: coindesk.com

bottom of page