top of page

WhatsApp-ზე კრიპტოვალუტის გაგზავნა-მიღება გახდა შესაძლებელი


გუშინ, 19 მაისს, Zulu Republic-მა დადო ტვიტი, სადაც ის იტყობინებოდა, რომ Whats app-ის მომხმარებლებს ამ დღიდან მოყოლებული პლატფორმაზე ბიტკოინისა და ლაითკოინის გაგზავნა-მიღება შეეძლოთ.


ამისათვის საჭიროა Lite.Im WhatsApp-ის ბოტის დამატება და შემდეგ ეკრანზე გამოჩენილი ინსტრუქციების მიყოლა. სერვისი ამ ეტაპზე მომხმარებლებს იმის საშუალებასაც აძლევს, რომ საჩუქრად მიიღონ კრიპტოვალუტები მეგობრების დამატების მეშვეობით. ამ გზით ისინი შეძლებენ ხმის უკეთ გავრცელებას.


ამ ეტაპზე, ინსტრუქციები ორ, ინგლისურ და ესპანურ ენებზეა, მაგრამ ისინი მეტი ენის დამატებასაც აპირებენ. ამასთან, სერვისით შესაძლებელია ეთერისა და ZTX კოინის, Zulu Republic-ის კრიპტოვალუტის, გაგზავნა-მიღებაც.


ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისათვის, რომ ბიტკოინ ტრანზაქციები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.


სერვისი უკვე არსებობს სხვა პლატფორმებზე


Whats app პირველი არ არის, ვისაც Lite.IM მსგავს სერვისს უწევს. ბიტკოინისა და ლაითკოინის გაგზავნა-მიღება ფეისბუქის და გუგლის შესაძლებელი. ამერიკასა და კანადაში უკვე უბრალოდ მობილური მესიჯითაც შეუძლიათ იგივე სერვისის მიღება!


სერვისის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:


შენიშვნა: აღნიშნული სერვისის სანდოობის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. Cryptoz პასუხს არ აგებს სერვისის უსაფრთხოებაზე.




წყარო: bitcoinist.com

bottom of page