top of page

ბიტკოინი 7,000$-ს გადაცდა


შენიშვნა: ეს ბლოგი აღებულია investinblockchain.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ინვესტიციაზე გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარ დაკვირვებებზე დაფუძნებით.


ბიტკოინის ფასი ზემოთ და ზემოთ მიიწევს, ბოლო კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 28%-ით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში მისი ფასი 7,811$-ია.


ბიტკოინის ახლანდელი ფასის ზრდას შეიძლება ექსტრემალურად პარაბოლური ეწოდოს, მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტამ მხოლოდ სამი დღე დაჰყო 6,000-7,000$-ის შუალედში. ბოლო 90 დღის განმავლობაში მისი ფასის 100%-იანი ზრდა საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორ მიდის კრიპტოვალუტის საქმე.


ამას გარდა, რადგანაც ბიტკოინის ფასი 6,250$-ს გადასცდა, შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის დაღმასვლა დასრულდა და აღასვლა დაიწყო, თანაც დიდი სისწრაფით. ეს იმიტომ, რომ ბიტკოინის ფასი ორჯერ გაიზარდა - 3,125$-დან 6,250$-მდე.


კრიპტოვალუტების მეფის ბაზრის მოცულობა ახლა 130$ მილიარდია. მხოლოდ მაისის თვეში მისი ბაზრის მოცულობა 35$ მილიარდით გაიზარდა.


ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ იმ სცენარს, თუ რა მოხდება თუ ბიტკოინის ფასი 8,250$-ს გადასცდება.


რას უნდა მოველოდეთ ახლო მომავალში?


ბიტკოინი, 6000-იანი და 7000-იანი ბარიერების გადალახვის შემდეგ, ზრდის მაღალ ტეპს აჩვენებს. მას ნამდვილად აქვს 8,250$-მდე ასვლის პოტენციალი შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში.


სანამ მისი ღირებულება 5,000$-ს არ ჩამოსცდება, მანამდე ეს ღირებულების კლება დაღმავალ ტრენდად არ ჩაითვლება.


თუ ფასის ზრდა გაგრძელდება და ბიტკოინი 8,000$-ს გადაცდება, მაშინ, როგორც ვარაუდობენ, ის 8,250$-ზე გაჩერდება. ამის საპირისპიროდ, თუ გამყიდველები დაბრუნდებიან და ფასს ისევ ქვემოთ დაწევენ, მაჩვენებელი 7,000$-ს მაინც არ უნდა ჩამოსცდეს.


წყარო: investinblockchain.com

bottom of page