„კრიპტოვალუტები ქაღალდის ფულს 2030 წლისთვის ჩაანაცვლებენ“
Youtube-ზე ყველაზე დიდი კრიპტო არხის, DataDash-ის, დამფუძნებელი, ნიკოლა მერტენი, ამბობს, რომ კრიპტოვალუტა განვითარების სამ ფაზას გაუვლის: 1 - აბრეშუმის გზის ფაზა (2011-2013წ.); 2 - საცალო ვაჭრობის სპეკულაციების ფაზა (2016-2017წ.); 3 - ინსტიტუციური ვაჭრობის სპეკულაციების ფაზა (2019-2020წ.); 4 - ქაღალდის ფულის ჩანაცვლების ფაზა (2020-2030წ.).
მისი თქმით ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები ფულისა და ნდობის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას შეცვლიან.
თუ მას კრიმინალები იყენებენ, ეს იმას ნიშნავს რომ ის გამოსადეგია
როგორც კრიპტო ენთუზიასტების უმეტესობამ უკვე იცის, ახლა უკვე უფუნქციო „აბრეშუმის გზა“ მსხვილი ონლაინ შავი ბაზარი იყო, სადაც მრავალი არალეგალური სუბსტანცია იყიდებოდა. ბევრი IT ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტექნოლოგიას, რომელსაც კრიმინალები იყენებენ, დიდი პოტენციალი აქვს.
ცხადია ამ შავ ბაზარზე კრიპტოვალუტა ყველაზე გამოყენებადი ფულის სახე იყო. ამ ბაზრის დახურვისას ამერიკის კვლევის ფედერალურმა ბიურომ 144 999 ბიტკოინი ამოიღო.
ამ მოვლენამ კი კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი. რეალურად კრიპტოვალუტებით საცალო ვაჭრობის სპეკულაციები „აბრეშუმის გზის“ ჩაძირვის შემდეგ დაიწყო, 2017 წელს კი მათმა ფასებმა ბიკს მიაღწია.
წყარო: cryptoglobe.com