top of page

გუგლის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეთერიუმს დიდი პოტენციალი აქვს


ერიკ შმიტმა სექტემბერში Village Global-ის წამყვანთან, ტაილერ კოვესთან, საუბრისას აღნიშნა, რომ ეთერიუმს დიდი პოტენციალი აქვს:


„თუ ეთერიუმი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გლობალურ სინქრონიზაციას შეძლებს ის ძალიან ძლიერი პლატფორმა გახდება. მეტიც, ეს უკვე ახალი გამოგონება იქნება.“


შმიტს პირველად კრიპტო სფერო 2011 წელს ვიკილიკსის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანმა გააცნო. ხუთსაათიან ინტერვიუში, ასანმა შმიტს ბლოკჩეინისა და ბიტკოინის ტექნიკური ასპექტები აუხსნა და ბიტკოინში ინვესტირება ურჩია:


„ბიტკოინი მალე ძალიან დიდი ფული ეღირება, ამიტომ ახლავე გააკეთე ინვესტიცია.“


ამ საუბრის შემდეგ შმიტი ძალიან დაინტერესდა კრიპტოვალუტების ევოლუციით. იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი ბლოკჩეინ პროექტი არსებობს, ის თვლის, რომ ეთერიუმი ყველასგან გამორჩეულია და, რომ მას საზოგადოების შეცვლის პოტენციალი აქვს.


წყარო: coininsider.com

bottom of page