top of page

კარდანოს დამფუძნებელი ჩარლზ ჰოკინსონი კრიპტო ფუნქციონალური თავსებადობის მხრივ წინ დიდ ნაბიჯს დგამს


ეთერიუმის თანადამფუძნებელი და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩარლზ ჰოკინსონი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ფუნქციონალური თავსებადობის მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.


IHOK-ის მიერ ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ აპირებს ის ეთერიუმის გაუმჯობესებას:


„ამ კვლევაში ჩვენ აღვწერთ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინებს შორის მყარი კავშირის დამყარება.


ჩვენ სოლიდითის ენაზე შექმნილ მაღალი დონის კონსტრუქციას გთავაზობთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ აქტივის გადატანა ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე უპრობლემოდ შეგეძლებათ, თანაც ისე, რომ ეს აქტივი თავის ღირებულებას არ დაკარგავს. ამისთვის, ყოველი ბლოკჩეინი გამოდგება, რომელზეც რთული გონიერ კონტრაქტების გაშვება შეიძლება.“


შემოწმების პროცესის გასავლელად, IOHK-ის დოკუმენტები ისეთ დიდმასშტაბიან კონფერენციებზე იგზავნება, როგორიცაა CCS. ეს უკანასკნელი აკადემიური წრის, ხელისუფლების, დეველოპერების, მკვლევრებისა და მომხმარებლების, საერთაშორისო ფორუმია.


ჰოკინსონმა IOHK მას შემდეგ შექმნა, რაც 2014 წელს ეთერიუმს გამოეყო, რათა შემოსავალზე ორიენტირებული კომპანია შეექმნა, რომელიც კაპიტალის დაბანდების არანაირი რისკის შემცველი არ იქნებოდა.


წყარო: dailyhodl.com


bottom of page