top of page

ბიტკოინი ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მუზეუმში


“Great Lakes”-ის მეცნიერების ცენტრი, უზარმაზარი მუზეუმი და საგანმანათლებლო დაწესებულება ოჰაიოში, 13 ნოემბრიდან ბიტკოინების გადახდის მეთოდად მიღებას დაიწყებს.


დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა, კირსტენ ელენბოგენმა, განაცხადა, რომ მათ კრიპტოს მიღება ბლოკჩეინ ეკოსისტემის ლოკალურად გაზრდის ხელშეწყობისთვის გადაწყვიტეს.


„კონფერენციის გარშემო დიდი აჟიოტაჟია. ბიტკოინის მიღება კლივლენდში ბლოკჩეინ ეკოსისტემის ზრდის მხოლოდ ნაწილია.“ - ამბობს ელენბოგენი.


ეს გადაწყვეტილება Hublot-ის, შვეიცარიული ძვირფასი საათების დამზადებლის, მშვენიერ წარმატებას მოსდევს. კომპანიამ 210 შეზღუდული რაოდენობის ბიტკოინის თემატიკაში გადაწყვეტილი სპორტული საათები ბიტკოინებში გაყიდა, თითო - 25,000$-ად. შედეგად მათ მხოლოდ ბიტკოინში გაყიდვებით 5.25 მილიონ დოლარიანი მოგება ნახეს.


ეს უკვე მესამე მუზეუმია, რომელიც კრიპტოვლუტას იღებს. ტექსასში არსებული “Coastal Bend“-ის მუზეუმი და ფლორიდაში არსებული წმ. პეტერსბურგის ისტორიის მუზეუმი უკვე კარგა ხანია, ბიტკოინს მხარს უჭერენ. „Coastal Bend”-ის მუზეუმმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო, როდესაც მათმა წარმომადგენელმა განაცხადა:


„უნდა ვაღიარო, ვეჭვობ, ვინმემ ჩვენთან BTC გამოიყენოს, მაგრამ ცდა არაფერი გვიჯდება და თანაც მაგარია იმის თქმა, რომ ჩვენ პირველები ვართ. ამასთან ერთად, თუ ვინმეს აინტერესებდა, რამდენი BTC-ის დახარჯვა მოუწევს, მათ შეუძლიათ გადაიხადონ იმდენი, რამდენიც თავად სურთ.“


ამ დღიდან ხუთი წლის შემდეგ ბიტკოინი უკვე 110 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს და Nasdaq-ის, ICE-ს და Fidelity-ს მიერ ჩვეულებრივ აქტივადაა მიჩნეული.


წყარო: ccn.com

bottom of page