რისი ეშინიათ კრიპტო ბაზრებს?
როდესაც კრიპტო ბაზრების მუშაობის შეტყვეტაზე ვფიქრობთ, ინვესტორების ჩადებულ ფულზე და, უფრო მეტიც, ჩვენს აქტივებზე ვდარდობთ. ამასთან, რამდენიმე დაფიქრდება იმაზეც, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ტრადიციულ ფინანსებზე მაშინ, როცა უმეტესობა თავის პირადი ფულის დაკარგვაზე იფიქრებს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზრის ჩაშლა გავლენას მოახდენს კრიპტოვალუტის სხვა ყველა ინდუსტრიაზე. ეს ვრცელდება მაინერებზეც, რაგდან მაინინგი ნაკლებად შემოსავლიანი გახდება. ბაზრების შემთხვევაში კი ეს გამოიხატება დაფინანსების დაკარგვით. ახალი ამბების ვებ გვერდებიც ექცევიან ამ გავლენის სფეროში. დაუჯერებელია, თუმცა ამ დროს უფრო ნაკლები ადამიანი კითხულობს სიახლეებს.
Bitcoinist-ის ცნობებით, ბაზრის სერიოზული კრახის იდეა დიდი კრიპტო ბირჟების თავშიც ტრიალებს და სწორი მიზეზების გამოც.
იგივე წყაროს გადმოცემით, საგადასახადო კომპანია Mistertango-მ ჩაატარა გამოკვლევა კრიპტოვალუტის 24 სხვადასხვა ბაზარზე, დედამიწის სხვადასხვა წერტილში. გამოკვლეული ბირჟები, რომელთა საბაზრო მოცულობაც 100 მილიონ დოლარს არემატება, შეიძლება ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშეებად ჩავთვალოთ. კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებდა ჩაშლის შიში ამ საქონელზე და რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი ამ პრობლემის დასარეგულირებლად და საქონლის დასაცავად. Bitcoinist ცნობით კვლევის შედეგები ასეთია:
კრიპტო ბირჟების 88%-ს სჭირდება რეგულაციები.
კრიპტო ბირჟების 17% თვლის, რომ მკაცრი რეგულაციები უდიდესი საშიშროებაა კრიპტოვალუტისთვის.
30% ამბობს, რომ უდიდესი საშიშროება კრიპტო ბაზრის მასიური კრახია.
40% ამბობს, რომ ბანკების მხრიდან კრიპტო აქტივების დაფინანსებისთვის ბარიერების შემცირება გაზრდის კრიტოს სამყაროს აღიარებას.
55% თვლის, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელი კარგად უნდა გაეცნოს KYC-ისა (იცნობდე შენს კლიენტს) და AML-ის (ფულის გათეთრება) კონტრაქტებს, როგორც ამას სხვა, ტრადიციული ფინანსური მომსახურება აკეთებს.
Mistertango-ს ბიზნეს მენეჯერმა, გაბრიელ ბილკშტიმ, თქვა: „ინდუსტრია ითხოვს რეგულაციებს და ჩვენი პარტნიორების პასუხება ეს დაადასტურა. გაურკვევლობა უდიდესი შიშია და რეგულაციები კრიტიკულად საჭიროა, რათა ისეთ სტაბილურობას მივაღწიოთ, როგორიც ჩვენ გვინდა. სამწუხაროდ, არ არსებობს კონსესუსი რეგულაციებთან დაკავშირებით. კრიპტოვალუტებს სჭირდებათ შეკრული და სრულყოფილი რეგულაციები, რათა თავიანთ შკალაზე წინ წაიწიონ. ამიტომ, რეგულაციები კრიპტო ვალუტის ბაზრების განვითარებისთვის კატალიზატორი იქნება და არა ინჰიბიტორი“.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზრის დიდი გარღვევა მოხდება, თუმცა გამოკვლეული 24 ბირჟიდან 30% თვლის, რომ ბაზრის უდიდესი საშიშროება მისი ჩაშლაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აქტივების 88%-ს სჭირდება რეგულეციები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში დაიცავს მათ და მათ მომხმარებელს.
წყარო: cryptodaily.co.uk