top of page

როგორ შეუძლია ბლოკჩეინს ფეისბუკზე მცდარი ინფორმაციების გავრცელების პრობლემის მოგვარება


შენიშვნა: აღნიშნული არტიკლი არ შეიცავს რომელიმე ორგანიზაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას და ძირითადად დაფუძნებულია ССN-ის ერთ-ერთი ბლოგერის კვლევაზე.


აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დონალდ ტრამპის გამარჯვებაში ფეისბუკის როლიც განიხილეს. ფეისბუკის პროფილების შესწავლითა და დიდი რაოდენობით მცდარი სტატიების აღმოჩენით, კემბრიჯის ანალიტიკურმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ფეისბუკის პლატფორმა საკმაო რაოდენობის მცდარ ინფორმაციას იძლევა მსოფლიოში არსებული მოვლენების შესახებ. მიუხედავად ამის მოგვარების მცდელობებისა, ფეისბუკს ისევ აქვს რამდენიმე პრობლემა.


ვინაიდან ფეისბუკი ყველაზე დიდ "საზოგადოებას" შეადგენს მსოფლიოში, მას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ინფორმაციის სისწორე. ამასთან დაკავშირებით მარკ ცუკერბერგს რამდენჯერმე ესაუბრეს სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოების წევრები. ფეისბუკს სჭირდება ტექნიკური დახმარება მცდარი ინფორმაციების აღმოსაფხვრელად.


ბლოკჩეინ ტექნოლოგია ფეისბუკს რამდენიმე საშუალებას სთავაზობს ინფორმაციის გაფილტვრასთან დაკავშირებით. ისინი აწარმოებენ ბლოკჩეინ ქსელს, რომლითაც განსაზღვრავენ ინდივიდუალების აქტიურობის დინებას და აკონტროლებენ ინფრომაციებს ბლოკჩეინის სისტემებში, რაც ფეისბუკსაც დაეხმარება სწორ გზაზე დასაბრუნებლად.


ვერიფიკაციის სისწორე


ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ფეისბუკის ისტორიაში სწორედ მცდარი ანგარიშების არსებობაა. მათ აკონტროლებენ, რათა მცდარი ლინკები არ განათავსონ ფეისბუკ ჯგუფებში, თუმცა მაინც ხშირად არის მსგავსი ინფორმაციების გავრცელების მცდელობა. ფეისბუკმა უკვე დაიწყო რეგულაციებისა და ხელოვნული ინტელექტის გამოყენება მცდარი ანგარიშების დასადგენად და დასაბლოკად, თუმცა ბლოკჩეინს ამ პროცესის დაჩქარება შეუძლია.


ბლოკჩეინს ყველა სხვა არსებულ სისტემაზე სწრაფად შეუძლია მცდარი ანგარიშების დადგენა და გაუქმება, მომხმარებლებს კი, რომლებიც მსგავსს ანგარიშებს ფლობენ, მიუვათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ იდენტიფიკაციას არ იპარავენ.


კონტენტის შემქმნელების ჯილდო


სტიმმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი გაუშვა, რომელიც ფინანსურად აჯილდოვებს კონტენტის შემქმნელებს. პლატფორმა რედიტის მსგავსია და მონეტებს იძლევა აქტიურობის რაოდენობის მიხედვით. ამასთანავე, ის გარე ჩარევების გარეშე აკონტროლებს სისტემას.


ფეისბუკსაც შეუძლია მსგავსი სისტემის შექმნა, რომელიც ფინანსურად წაახალისებს დიდი პოპულარობის მქონე სიახლეებს და, ამასთანავე, გაწმენდს ისეთი შემქმნელებისგან, რომლებიც საზოგადოებაში დიდ პრობლემებს ქმნიან. საბოლოო ჯამში, სისტემა ბევრ ადამიანს დაეხმარება, ზუსტი ინფორმაციის სწრაფად მიღებაში.


ჟურნალისტების შეფასება


რედფენი არის პროექტი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ჟურნალისტებზე ინფორმაციის შეგროვებისა და შემდეგ ამ ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდებისთვის გამოიყენებს. სერვისს მომავალში შეეძლება ინფორმაციის შეგროვება როგორც მომხსენებელზე, ასევე სხვა მოქმედ პირებზეც.


ფეისბუკსაც შეუძლია მსგავსი სერვისის გამოყენება და სხვადასხვა ინფორმაციების გაფილტვრა. მაგალითად, თუ ვინმე წარსულში პოსტავდა ან ახლაც პოსტავს მცდარ ინფორმაციებს თავის პერსონალურ ბლოგზე, მის ინფორმაციებს განიხილავენ ფეისბუკის პოსტების შეფასებისასაც.


პუბლიკაციის ანალიზი


ფეისქუბს შეუძლია მრავალი საშუალება გამოიყენოს სხვადასხვა სახის ინფორმაციების დასახარისხებლად. ბლოკჩეინს კი ამისთვის ხელშეწყობა და პროცედურის დაჩქარება შეუძლია.


ბლოკჩეინის საშუალებით ფეისბუკი დაძლევს მცდარი ინფორმაციების პრობლემას და თავის მომხმარებელს უკეთეს გარემოს შეუქმნის.


წყარო: ccn.com

bottom of page