top of page

ჯეფრი ვერნიკის განცხადებით, ბიტკოინი „ხალხის ფულია“


26 ივლისს Business Insider-თან გამართულ ინტერვიუში ჯეფრი ვერნიკმა, დამოუკიდებელმა ინვესტორმა, ისაუბრა „უშუალოდ ბიტკოინთან [BTC] და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, როგორც წესი, რა მცდარი წარმოდგენები აქვთ ადამიანებს“. ჯეფრი ვერნიკი ადრეული ბიტკოინ ინვესტორი და Qtum-ისა და Data Wallet-ის ერთ-ერთი საკონსულტაციო წევრია.

ჯეფრის აზრით, ადამიანების უმრავლესობას არასწორად ესმის ბიტკოინის ან კრიპტოვალუტების კონცეფცია, რადგან ის უმეტესად აღწერილია, როგორც გადახდის ფორმა და არა როგორც ფულის შემნახველი. ამ დაბნეულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად ამ ციფრულ აქტივებში ინვესტირებას ახორციელებენ, ამ სფეროში ჩართულები არ იყვნენ 2009 ან 2010 წელს, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ, ფულის გამომუშავების ალტერნატიულ მოდელს ეძებენ და არ აინტერესებთ მისი თავდაპირველი ფილოსოფიური საყრდენი, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ხალხის მიერ ბიტკოინის ათვისება.

ვერნიკი ამბობს:

„არსებობდა ადამიანების პატარა სამყარო, სადაც აქტიურად მუშაობდნენ მისი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ბიტკოინის მაინინგსა და ყიდვას აგრძელებდნენ, რადგან სჯეროდათ მისი კონცეფციის და იმის, რომ ეს ხალხის ფულია“.

მან ასევე დასძინა, რომ 2009 წლიდან, რაც ბიტკოინი შეიქმნა, მან ყველა ფორმის ვალუტას გადაუსწრო მაშინ, როცა მთავრობის მხრიდან მტრული დამოკიდებულება ჰქონდა და ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ფეხზე დგას. დღევანდელი მისი ღირებულება საოცარია.

ვერნიკს სჯერა, რომ 5 წელიწადში ინვესტორებს ბევრად მეტი სიმდიდრის დაგროვება შეეძლებათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმით ინვესტირებისას. ფინანსური სისტემა მუშაობს ისე, რომ ის მხოლოდ მსესხებლებს აჯილდოებს და შენმახველებს სჯის.

საბოლოოდ, კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა:

„ადამიანები, რომლებიც პირველნი დგამენ ნაბიჯს, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე მეორე ნაბიჯის გადამდგმელები და ესენი კი თავისთავად უფრო მეტს, ვიდრე მესამენი. საბოლოოდ კი, როდესაც კრიპტო ფართოდ იქნება მიღებული, ხალხი მისი ოპერაციების შესასრულებლად გამოყენებას დაიწყებს და ფასებიც დასტაბილურდება.“

წყარო: ambcrypto.com

bottom of page