top of page

ეშტონისა და რიპლის სასიამოვნო სიურპრიზი ელენს


ელენ დეჯენერესი ბევრისთვის ცნობილი წამყვანია, რომელიც The Ellenshow-ის გარდა ცნობილია თავისი გულუხვობითაც. ერთ-ერთი მისი ცნობილი ფონდია wildlife fund-ი, რომლის პირველი პროექტიც ცდილობს გადაარჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფი გარეული ცხოველები. ორი თვის წინ, მსახიობმა ეშტონ კაჩერმა ელენს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.


როგორც აღმოჩნდა, ეშტონი თავის პარტნიორთან ერთად დაინტერესდა რიპლით. როდესაც ისინი კომპანიის წევრებს შეხვდნენ, კრის ლარსენმა და ბრაიან გარლინგჰაუსმა ბევრი ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კომპანიის ეთიკურობა და როგორ ცდილობენ პლატფორმის გარკვეული წილით მუდმივად დაეხმარონ ადამიანებს. როდესაც მათ ეშტონისგან ელენის საქველმოქმედო ფონდის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს მისთვის ერთობლიცი საჩუქარი გაეკეთებინათ. მათ 4 მილიონი დოლარის ღირებულების რიპლი გადარიცხეს wildlife fund-ში, რაც სრულად მოხმარდება გარეული ცხოველების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


ეშტონმა და მისმა პარტნიორმა ეს ამბავი ელენს მის შოუში აცნობეს და იქვე გადაურიცხეს თანხა მარტივად, რიპლის ქსელის გამოყენებით. გთავაზობთ ვიდეოსაც:


წყარო: youtube.com

bottom of page