top of page

რა არის POWERSHARE?


POWERSHARE ახალი ბლოკჩეინ პროექტია, რომელიც ბექა დალაქიშვილმა და დავით სვიმონიშვილმა დააარსეს საქართველოში. პლატფორმის პროტოტიპი ამ წლის თებერვალში გაეშვა Zcrowd.fund-ის სახელით, სანამ მომდევნო თვეებში POWERSHARE-ად არ გადაკეთდებოდა.


პროექტი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ურთიერთმომგებიან საჯარო ფინანსირების მოდელს, რომელიც გაცემის სულისკვეთებისათვის ფინანსური ბარიერების ჩამოშორებას ისახავს მიზნად.


ამჟამად ვებ გვერდზე www.demo.PowerShare.Fund მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ პროექტის პროტოტიპი, რომელიც ბრაუზერზე დაფუძნებული კრიპტო მაინინგისათვის CoinHive-ის ტექნოლოგიას იყენებს და კრიპტოვალუტა Monero-ს (XMR) მოიპოვებს. ტესტირების შედეგად დაგდგინდა, რომ აღნიშული მოდელი არ იძლევა პროექტისათვის მისაღებ შედეგებს, სწორედ ამიტომ POWERSHARE-მა გადაწყვიტა საკუთარი ტექნოლოგიისა და ბლოკჩეინის განვითარება, რომლის კრიპტოვალუტაც იქნება FIRE.


საბოლოო პროდუქტი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, დაეხმაროს საყვარელ იდეას ან მიზანს, რომელსაც სამი მთავარი კატეგორიიდან - ‘დააფინანსე ბიზნესი’, ‘შეცვალე ცხოვრება’ და ‘გადაარჩინე პლანეტა’ - ამოირჩევს. ამ შედეგს ის საკუთარი გამოუყენებელი კომპიუტერული სიმძლავრის დათმობით აღწევს. გარდა ამისა, თითოეული მხარდამჭერი დაჯილდოვდება თავისი გულუხვობის შესაბამისად.


პროექტის დეტალური ბიზნეს და ტექნიკური აღწერა იხილეთ მათ whitepaper-ში.


ეს ბექასა და დავითის პირველი შეხება არაა ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთან. სწორედ მათ ეკუთვნით ვებ-გვერდი cryptoz.ge და ამ საიტისთვის საჭირო თანხების მოზიდვის ვარიანტების განხილვისას დაიბადა ის იდეაც, რომელსაც POWERSHARE ეფუძნება.


საწყისი კაპიტალის, 100 ათასი დოლარის მიღების შემდეგ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რამდენიმე დღის წინ, 23 ივნისს, ჩატარებული კონფერენცია იყო ბერლინში. ბექა დალაქიშვილი და დავით სვიმონიშვილი დაესწრნენ Blockchain visionnaire summit-ს, სადაც ბექამ ისაუბრა პროექტის მახასიათებლების შესახებ და დიდი ინტერესიც დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან.


აქვე აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორებიც არიან მიშელ ლურეირო, SingularityNET-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი (CMO) და Steemit-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, სებასტიან გაიეკი, Weeve-ის დამფუძნებელი და კრიპტოგრაფიისა და ინფორმაციის უსაფრთხოების პროფესორი, არტიონა ბოგო, ბლოკჩეინ ბიზნეს დეველოპერი SAP-ში, მარკინ რუდოლფი, Neufund-ის თანადამფუძნებელი და სხვანი. სპიკერების სრული სია და კონფერენციის სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


გთავაზობთ ბექას გამოსვლის ვიდეოს ქართული სუბტიტრებით:



bottom of page