top of page

ჯასტინ სანის თქმით, ტრონი ეთერიუმზე უკეთესია


ჯასტინ სანმა, ტრონის (TRX) დამფუძნებელმა, თავის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენა, რომ მისი შემოქმედება, ტრონი, ეთერიუმზე, მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ბლოკჩეინზე, უკეთესია.


ტრონი, ესაა ბლოკჩეინი, რომელიც ქსელის დეცენტრალიზებას ცდილობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ის შეიქმნებოდა, ტრონიქსის სახელით ცნობილი მონეტები ეთერიუმის ქსელში არსებულ ERC20 გონიერ კონტრაქტებს წარმოადგენდნენ.


ბატონი სანი თავის პოსტში ამბობს, რომ ტრონი „ეთერიუმზე 80-ჯერ სწრაფია“, მისი უნარი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში იყოს მოქნილი, განსაკუთრებით დიდ უპირატესობას მატებს მას. სავაჭრო ოპერაციის შესრულების სისწრაფე კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ხსენებული ბლოკჩეინის მასობრივი გავრცელებისთვის.


პოსტის თანახმად, ბიტტორენტის შეძენა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჯასტინ სანისთვის. მისი რწმენით, ბიტტორენტის ინფრასტრუქტურისა და ტრონის ბლოკჩეინის გაერთიანება ხელს შეუწყობს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული პირისპირა ქსელის შექმნას.


ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჯასტინ სანი თავის ბლოკჩეინს ეთერიუმს ადარებს და ტრონის უპირატესობების წარმოჩენას ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ, მან გამოაქვეყნა დიაგრამა, რომელშიც ტრონი და ეთერიუმი შვიდი მახასიათებლის მიხედვითაა შედარებული.


აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ იმისდა მიუხედავად, რომ აქ წარმოდგენილია ბევრად უფრო მაღალი TPS-ი (ტრანზაქციების რაოდენობა წამში) ვიდრე რეალურადაა, სისწრაფე მაინც ყოველთვის ტრონის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო ეთერიუმთან შედარებით.


ტრონმა ახლახანს დაკარგა თავისი ადგილი ყველაზე დიდი ბაზრის მოცულობის მქონე კრიპტოვალუტების ტოპ ათეულის სიაში. წერის მომენტში, TRX-ი 2.4$ მილიონიანი ბაზრის მოცულობით მე-11 ადგილს იკავებს.


მეორეს მხრივ, ეთერიუმს 5.2 მილიარდი დოლარის ბაზრის მოცულობით ამავე სიაში მეორე ადგილი უკავია. Coinmarketcap-ი ყველაზე სანდო საიტია კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.


ჯერჯერობით, ვიტალიკ ბიუტერინს კომენტარი არ გაუკეთებია. ეს სახელგანთქმული დეველოპერი ცნობილია თავისი აზრის ყველანაირი თავშეკავების გარეშე გამოხატვით.


პირველი „TRX vs ETH“ პოსტის შემდეგ, ვიტალიკმა ძლიერ გააკრიტიკა ამ პროექტის სანდოობა და ხაზგასმით დაადანაშაულა პლაგიატიზმში, თუმცა მთლიანობაში, ბატონი სანის ქმედება პოზიტიურად შეფასდა, რასაც საზოგადოებისგან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page