top of page

საქართველოში მაინინგისთვის ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებდნენ


დღეს, 31 ივლისს, კრიმინალურმა პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსი იპოვეს, რომელიც დატვირთული იყო მაინერებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გ.ს., პირი, რომელსაც ეს ავტობუსი ეკუთვნოდა, ელექტროენერგიას იპარავდა. დაკავებული ქურდობის მუხლით სამართლდება და მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა“, - აცხადებენ შსს-ში.


წყარო: bm.ge

bottom of page