top of page

სამხრეთ კორეა პოზიტიურ კანონმდებლობას იღებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით: რა მოხდება მისი დამტკიცებ


სამხრეთ კორეის მთავრობა დაჩქარებულად ამთავრებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომელიც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს ეხება. ის კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს ლეგიტიმურ ინდუსტრიებად ცნობს.


რას ნიშნავს ეს კრიპტო საზოგადოებისთვის?


CNN-ის თანახმად, ადგილობრივმა ფინანსურმა დაწესებულებებმა კრიპტოვალუტების ბაზრის უფრო მკაცრი და ყოვლისმომცველი რეგულაციები შეიმუშავეს. ამის მიზანი ინვესტორების დაცვა და ინდუსტრიაში არსებული სტარტაპების განვითარებისთვის ხელშეწყობაა.


ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამ წლის დასაწყისში ფინანსური სფეროს ხელმძღვანელები უღიმღამოდ უდგებოდნენ კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულაციის საკითხს, რადგან ეშინოდათ, რომ ადგილობრივი ინვესტორები ამას სახელმწიფოს მხირდან კრიპტოვალუტების მიღებად და წახალისებად აღიქვამდნენ.


თუმცა, ივლისში, Bithumb-ისა და Coinrail-ის, ყოფილი მეორე და მეოთხე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების ბირჟების, მიერ განცდილი უსაფრთხოების ორმაგი ჩავარდნის შედეგად, სახელმწიფომ ადგილობრივ კრიპტოვალუტურ ბაზარზე მკაცრი რეგულაციების საჭიროება გააცნობიერა.


ამ მომენტამდე, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა საკომუნიკაციო კომპანიების მსგავსად იმართებოდა, შესაბამისად, ფინანსური ოპერაციების კომისიის კონტროლის სფეროს გარეთ იმყოფებოდა. კომპანიებს სავაჭრო პლატფორმის შექმნისთვის მხოლოდ კომუნიკაციის ვაჭრის ლიცენზია ესაჭიროებოდათ, რომელიც 40$ ღირს და არანაირი მოთხოვნები არ გააჩნია.


ამ ახალი საკონონმდებლო აქტის დაბოლოვებისა და მიღების შედეგად, ციფრული აქტივებით ვაჭრობა მიღებული იქნება, როგორც რეგულირებადი ფინანსური დაწესებულებები, შესაბამისად ის ფინანსური ოპერაციების კომისიის ზედამხედველობის ქვეშ იქნება. ამასთანავე, სახელმწიფო კომპანიებისგან მკაცრ უსაფრთხოების პოლიტიკას, საშინაო მენეჯმენტის სისტემას, KYC-ს (იცნობდე შენს მომხმარებელს), AML-ს (ფულის გათეთრების წინააღმდეგ) და ტრანზაქციების კონტროლს მოითხოვს. ამის მიზანია კრიპტოვალუტებით ვაჭრობის, კომერციული ბანკებისა და მთავარი ფინანსური მომსახურებების პროვაიდერების მიერ განხორციელებული სერვისების თანაბარ დონზე იყვნენ.


თუ ამ კანონმდებლობას 2018 წლის დასრულებამდე მიიღებენ, ახლად შექმნილი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკანონმდებლო აქტი მომდევნო წლებში, განსაკუთრებით 2019-ში, სასიცოცხლო როლს ითამაშებს ლოკალურ კრიპტოვალუტურ ბაზარში კაპიტალის შედინებაში.


ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ მსხვილი ციფრული აქტივების ფასი რადიკალურად გაიზრდება წლის ბოლოსთვის და ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ამ ფასს. სამხრეთ კორეა მესამე უდიდესი კრიპტოვალუტის ბაზარია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის შემდგომ, შესაბამისად ის პოზიტიური კანონმდებლობა, რომლის მიღების ინიციატივაც მან გამოიჩინა, საგრძნობლად გააძლიერებს ბაზარს.


რამდენად შორსაა ამ კანონმდებლობის მიღების თარიღი?


პუსანის, სამხრეთ კორეის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის, მსგავსი ქალაქები უკვე მუშაობენ კრიპტოვალუტის სტარტაპებისა და ბლოკჩეინის დეველოპმენტის გუნდების შესაქმნელად ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, რადგანაც მათი ვარაუდით კანონპროექტი მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში დამტკიცდება, სავარაუდოდ 2018 წლის მეოთხე კვარტალში.


წყარო: www.ccn.com

bottom of page