სარჩელი გუგლისა და ფეისბუქის წინააღმდეგ
რუსეთის კრიპტოვალუტისა და ბლოკ-ფინიშის ასოციაცია (RACIB) და ინდუსტრიული გაერთიანებები კორეასა და ჩინეთში გეგმავენ სარჩელის შეტანას გუგლის, ტვიტერის, ფეისბუქისა და იანდექსის წინააღმდეგ, რადგან ამ კომპანიებმა აკრძალებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების გამოქვეყნება. ამაზე ისაუბრა RACIB-ის დირექტორმა იური პრიპაჩკინმა. Tass-ის თანახმად, სარჩელის შეტანას კომპანიები მაისში გეგმავენ. პრიპაჩკინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს აკრძალვები დაგეგმილი იყო.
შეთქმულება
პრიპაჩკინის თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ამ კომპანიებს ამით ბაზრის მართვა შეეძლებათ.
ისინი, ვინც ამას აპროტესტებენ ახალ ორგანიზაციას აყალიბებენ. RACIB-მა, კორეის ბიზნეს ორგანიზაციამ და ჩინური კრიპტოინვესტორების ორგანიზაცია LBTC-იმ უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც შეიქმნა ევრაზიელ blockbearers-თა ორგანიზაცია.
ეს ორგანიზაცია საჩივარს შეიტანს ამერიკაში და იგი მიმართული იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციების, არამედ წილის მფლობელების წინააღმდეგაც. თუ მეწილეები და მენეჯერები ფლობენ კრიპტოვალუტას და პირადი მიზნებისთვის იყენებენ, მაშინ ისინი უნდა გასამართლდენენ, ამბობს პრიპაჩკინი.
ტვიტერი მისდევს ფეისბუქსა და გუგლს
ტვიტერმა გუშინ გამოაცხადა ICO-სთან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვის შესახებ. მან ამ წესის შემოღებით ფეისბუქსა და გუგლს მიბაძა. აკრძალვა აგრეთვე შეეხება კრიპტოვალუტის გაცვლებსა და საფულის სერვისებს და გამონაკლისს მხოლოდ დიდი კომპანიები წარმოადგენენ, რომლებსაც ბაზარზე დიდი წილი უჭირავთ.
ტვიტერი არ დაბლოკავს ისეთი კრიპტოვალუტის გაცვლების კომპანიებს, რომლებსაც ფინანსური სერვისების სააგენტოს ლიცენზია აქვს.
ფეისბუქმა, თავის მხრივ, აკრძალა ბინარული ოპციების, ICO-სა და კრიპტოვალუტის რეკლამირება.
რაც შეეხება გუგლს, ის კრძალავს კრიპტოვალუტის რეკლამირებას, თუმცა ეს შეზღუდვები ძალაში მხოლოდ ივნისში შევა.
წყარო: ccn.com