top of page

მალტა, ბლოკჩეინის კუნძული


ამ კვირაში Binance-მა, მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდმა გაცვლითმა პუნქტმა, რომლის პლატფორმაზე დღეში 1.7 მილიარდის ოდენობის ტრანზაქციები ხორციელდება, განაცხადა, რომ მთავარი ოფისი მალტაში გადაიტანა; რეგიონში, რომელიც კრიპტოვალუტასთან თანამშრომლობს.

თავის გუნდთან ერთად, Binance-მა თავისი რესურსებიც გადაიტანა და აპირებს 200 ადამიანის დასაქმებას, რათა კომპანიის პოზიციები გამყარდეს ამ რეგიონში. ნებისმიერ დიდ ბიუჯეტიან სტარტაპს, როგორიცაა Binance, გადაადგილების შემდეგ უნდა შეექმნას გარკვეული პრობლემები ფინანსურ საკითხებსა რეგულაციებში.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბლოკჩეინისადმი კარგად განწყობილმა მალტის მთავრობამ Binance დაარწმუნა ბიზნესის გადაადგილებაში, რითაც ქვეყანა წინ წაიწია კრიპტოსამყაროში. მალტა ბლოკჩეინის კუნძული გახდება

სილვიო შემბრიმ , მალტის ფინანსური სერვისების მოადგილემ, ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციების წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ Binance-ის დახმარებით, ქვეყანა უფრო თვითდაჯერებული იქნება კრიპტოვალუტის სექტორში საქმიანობისას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კომპანია ხელს შეუწყობს მალტას ბლოკჩეინის კუნძულად ჩამოყალიბებაში.

"ეს ნაბიჯი მეტ გამბედაობას გვაძლევს და გზას გვიკვალავს ამ სექტორში. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ DLT ოპერაციების ახალი სარეგულაციო ქსელის შექმნა იყო. აშკარაა, რომ მალტა ცნობილი გახდა საერთაშორისო დონეზე და ისეთი კომპანიები, როგორიცაა Binance გააგრძელებენ თავისი ბიზნესის გაფართოებას ან ახალის ჩამოყალიბებას ამ ქვეყანაში. Binance-ის გადმოსვლამ უფრო დაგვაჯერა იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ ბლოკჩეინის კუნძულად ჩამოყალიბებას," განაცხადა შემბრიმ.

ოფიციალურ განცხადებაში, Binance-ის გუნდმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრო-ბლოკჩეინურმა განწყობამ და არსებულმა რეგულაციებმა დაარწმუნა კომპანია ევროპულ რეგიონში ინვესტიციის გაკეთებაში.

ჩანგპენგ ჟაომ, Binance-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია აღფრთოვანებული იყო შემბრისა და მალტას მთავრობის ხედვით.

"ბატონ სილვიოსთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ აღფრთოვანებულნი დავრჩით იმით, თუ რამდენად ლოგიკური და წინდახედული იყო მალტის პოლიტიკა. კანონპროექტის ნახვისას, ჩვენ მივხვდით, რომ მალტა იქნება ბლოკჩეინის განვითარების შემდეგი ეტაპი და ევროპის მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. Binance გვენდობა და ჩვენც ვეცდებით, რომ შევუქმნათ შესაბამისი საფინანსო რეგულაციების სისტემა, რათა კომპანია განვითარდეს," განაცხადა ჟაომ.

გავლენა სხვა რეგიონებზე

ახლახანს, სამხრეთ კორეის მთავრობამ დაიწყო საშინაო ICO-ს დაკანონების განხილვა, იმის შემდეგ, რაც Kakao, ქვეყნის ინტერნეტ კონგლომერატი, რომელიც ფლობს KakaoTalk-ს, KakaoPay-ს, KakaoStore-სა, KakaoStock-სა და KakaoTaxi-ს, დაფიქრდა თავისი ბლოკჩეინის სამხრეთ კორეაში გარეთ გადატანაზე.

გარდაუვალია ის, რომ სტარტაპები და მრავალმილიარდიანი კომპანიები გადავლენ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც პრო-ბლოკჩეინურ პოლიტიკას ატარებენ. მალტას ასეთი თბილი დამოკიდებულება კრიპტოვალუტებისადმი სხვა რეგიონებსაც (იაპონიასა და სამხრეთ კორეას) დააფიქრებს ახალი რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც დაარწმუნებენ კომპანიებს, რომ სწორედ მათ რეგიონში შეუძლიათ აყვავება.

წყარო:ccn.com

bottom of page