top of page

Dark Web-ის პოპულარული კრიპტოვალუტა


Recorded Future-ის თანახმად, ლაითკოინმა მოულოდნელად გაუსწრო სხვა კრიპტოვალუტებს და ახლა Dark Web-ში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. კომპანია აცხადებს:


“ბოლო 6 კვირა ჩვენ ვაკვირდებოდით კრიმინალების დიალოგებს, საიდანაც ჩანს, რომ ბიტკოინი Dark Web-ის ოქროს სტანდარტია და ყველა მზადაა მიიღოს იგი, როგორც გადახდის მეთოდი, ხოლო ლაითკოინი პოპულარობით მეორე ვალუტაა და მომხმარებლების 30% იყენებს მას გადახდის მეთოდად.“

Recorded Future-ი ამერიკასა და შვედეთში დაარსებული ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა და სპეციალიზდება რეალურ დროში არსებული საფრთხეებისთვის თვალყურის დევნაზე. 2016 წელს მან დაიწყო 150 საკომუნიკაციო პლატფორმაზე, ბაზრებზე და არაკანონიერ სერვისებზე დაკვირვება, რის შემდეგაც კომპანიამ აღმოაჩინა, რომ კიბერკრიმინალები არ არიან კმაყოფილნი ბიტკოინით, როგორც გადახდის მეთოდით, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა, სასაუბრო ენისა და ბიზნესისა.



ბიტკოინის პრობლემები

ბიტკოინით უკმაყოფილება გამოწვეულია ინსტიტუციური ინვესტორების მზარდი ინტერესით, სპეკულანტებით და საშუალო ინვესტორებით, რომლებმაც გადატვირთეს დომინანტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინ ქსელი, რამაც დიდი ზარალი მოიტანა. Recorded Future აღნიშნავს:


“იატაკქვეშა ეკონომიკა დამოკიდებულია მცირე ტრანზაქციებზე, რომლებშიც პროდუქტი საშუალოდ $50-$300 დან იწყება. ტრანზაქციების მაღალი საფასური კი სერვისს ძვირადღირებულს ხდის.“


შემოდის ლაითკოინი

სწორედ ამიტომ ლაითკოინი კარგი ალტერნატივაა, რადგან ბიტკოინის მსგავს ტექნოლოგიაზეა აგებული და მომხმარებლებს სწრაფი ტრანზაქციის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამასთან ერთად, მცირე საკომისიო აქვს. თუმცა ლაითკოინს არ აქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და ლაითკოინის ტრანზაქციები გამჭირვალეა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, ბიტკოინი მაინც რჩება ყველაზე პოპულარულად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი არაკანონიერი გადახდების შესრულება, მკვლევრების აზრით, ბიტკოინი მაინც მოწინავე იქნება გადახდების სისტემაში, თუმცა გაცილებით ნაკლები საბაზრო წილით.


წყარო: bitcoinist.com

bottom of page