top of page

Starbucks-ი რიპლს მიიღებს?


რიპლმა მოახერხა ის, რომ თავიდან აიცილა ის მკვეთრი ვარდნა, რომელიც ბევრ კრიპტოვალუტას ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში. ეს დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ რიპლმა ბევრი ხელშეკრულება გააფორმა პოპულარულ ფირმებთან, რომლებსაც, ინვესტორების აზრით, რიპლის მიმართ მეტი ინტერესის გაჩენა შეუძლიათ. დღეს გაჩნდა ჭორი, რომ საცალო ვაჭრობის დიდი კომპანიაც შეიძლება შეუერთდეს სხვა ფირმების სიას. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რიპლის ღირებულებისა და მომავლისთვის.

რიპლის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება

ჭორების მიხედვით, Starbucks-ი მზადაა, რომ გადახდის საშუალებად რიპლი მიიღოს. სავარაუდოდ, ეს შესაძლებელი იქნება, უკვე საკმაოდ პოპულარული Starbucks-ის აპლიკაციის საშუალებით. Starbucks-ი სავარაუდოდ მეორე კომპანიაა, რომელზეც ასეთი ჭორები ვრცელდება. პირველი იყო სიეტლში ბაზირებული ამაზონი. თუმცა, ეს კონკრეტული ახალი ამბავი უფრო სარწმუნოდ გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ რიპლის მიერ დადებულ პარტნიორობის ხელშეკრულებებს. ის მხარდაჭერა, რაც რიპლმა უკვე მიიღო მთავარი ფინანსური მოთამაშეებისგან, გაცილებით უფრო სავარაუდოს ხდის იმას, რომ ასეთმა დიდმა კომპანიამ, როგორიც Starbucks-ია, რიპლში ჩართვა გადაწყვიტოს. გარდა იმისა, რომ ეს მხარდაჭერა გვაჩვენებს, რომ ვალუტა კარგია, ეს მხარდაჭერა იმასაც ნიშნავს, რომ მალე უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს ექნება წვდომა კრიპტოვალუტაზე სხვადასხვა აპლიკაციისა თუ საბანკო ანგარიშის მეშვეობით.

თუ Starbucks-ი მიიღებს რიპლს, როგორც გადახდის საშუალებას, ეს ერთგვარი დოპინგი იქნება კრიპტოვალუტების ბაზრისთვის. ეს განსაკუთრებით მნშვნელოვანია 2018 წლის მძიმე დასაწყისის შემდეგ. მართალია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ცვლილებამ ერთბაშად აანაზღაუროს არსებული დანაკარგები, მაგრამ რიპლის დანერგვა იმითაც იქნება კარგი, რომ ხელახლა შეგვეძლება შევაფასოთ კრიპტოვალუტის არსი და სამომავლო პერსპექტივა.

წყარო: Cryptodaily.com

bottom of page