top of page

MONERO მაინერების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას


როცა უკვე წლებია, რაც მაღალი სიჩქარის მქონე ხელსაწყო, სახელად ASIC, იცავს ბიტკოინის ტრანზაქციების უსაფრთხოებას, მაინიგ-ტექნიკის მწარმოებელმა, „Bitmain“-მა ახლახანს გამოუშვა ახალი მოდელი -„ Antminer X3“, რომელიც პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და იგი monero-თი მაინინგისთვის გამოიყენება.

მონეროს პირველივე სვლები ფაქტობრივი ომის გამოცხადებაა ASIC-ისთვის. მონერო ახალ პროდუქტს აპრილში გამოუშვებს და, იმის გამო, რომ კონკურენტი მას ვერ დაეწიოს, იგი ორ წელიწადში ერთხელ აპირებს განახლებების ჩატარებას.


ახლა, როგორც ბაზარზე ერთადერთი მომწოდებელი, Bitmain-ს აშფოთებს ის ფაქტი, რომ Antminer X3-ს გარკვეული ზიანის მოტანა შეუძლია მისთვის. მაგალითად, მაინინგს მიაქვს კრიპტოვალუტის სიმძლავრის უმეტესობა, რაც შემდგომში ყალბი ტრანნზაქციების ისტორიას ქმნის, აორმაგებს დახარჯულ მონეტებს და ნიღმავს გადახდებს. ამასთან, მანამ, სანამ დებატები მიმდინარეობს იმაზე, რომ უაღრესად მდგრადი ASIC ბევრად კარგია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრი monero-ს მომხრე საპირისპიროს ამტკიცებს.

დეველოპერმა "moneromooo"-მა CoinDesk-თან საუბარში განაცხადა:


“თუ თქვენ მართლა ღელავთ შესაძლებელ თავდასხმებზე, მაგალითად, Bitmain-გან, მაშინ სწორედ ASIC უნდა მიატოვოთ, რადგან Bitmain ძალიან მალე 51 პროცენტის მფლობელი იქნება“

ეჭვები Bitmain-ზე


რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს დეველოპერებსა და Bitmain-ს შორის უნდობლობა. წინა წელს ეჭვები გავრცელდა, რომ Bitmain საიდუმლოდ იკვლევდა ბიტკოინის სისუსტეებს მის ალგორითმში იმ პროცესით რომელსაც ASICBoost ერქვა. მან, როგორც ფიქრობენ, შეაჩერა ამ უკანასკნელის სამი „მაინინგ პული“ რათა მის კონკურენტებზე 20 პროცენტით სწრაფი გამხდარიყო. წინა წელს Bitmain-მა გამოუშვა ASIC, რომელსაც შეეძლო siacoin-ის მაინინგი (მცირე მასშტაბის კრიპტოვალუტა) - ეს სვლა მიჩნეულ იქნა, როგორც გზა კონტროლის მოსაპოვებლად.

ამ ყველაფერმა Spagni-ს საშუალება მისცა ტვიტერზე დაეცვა საკუთარი კომპანიის ASIC-გაუმტარობა: „მათი მოქმედებები ბიტკოინთან მიმართებაში და შემდეგ sia-თან არის გაიძვერა ადამიანების მოქმედებები“

თუმცა, თუ Wu და Bitmain-ის მიმართ ეჭვებს არც გავითვალისწინებთ, ASIC-ის monero-ს მაინინგისთვის გამოყენება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ცენზურის დაურღვევლობა არის მთავარი გასაღები მისი წარმატებისთვის. Monero-ს დეველოპერმა, "binaryFate"-მა, განმარტა:


„შეიძლება მონეროსთვის უფრო, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტებისთვის, ბევრად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია, რათა ცენზურის დაურღვევლობაში დავრწმუნდეთ“

მაგალითად, ცენზურა გაანადგურებდა პირობას პირადი კრიპტოვალუტის გაცვლის შესაძლებლობაზე ან მისი ისე გამოყენების საშუალებაზე , როგორც სხვა მონეტას გამოიყენებდი.

მონერომ განაცხადა, რომ მანამ, სანამ ASIC ისევ ფართო გამოყენებაშია, არსებობს დიდი რისკი: მათ შორის პოტენციური სამთავრობო ქრთამები ან ე.წ "kill switch"-ის გააქტიურება, რაც დისტანციურად ყველა მაინერის გათიშვას გულისხმობს.

ბლოგში წერია:


„ამ საშიშროებას აქვს პოტენციალი მთელი, ნეტ-ქსელი გაანადგუროს“

Cryptonight-ის კრიზისი

მონერო მოწყობილობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს


„მჯერა,ამ ქმედებამ აჩვენა, რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ASIC-შეუვალობას, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ იძულებული ვიქნებით და არც ფულის დაკარგვას მოვერიდებით“

თუმცა, ამ მოქმედებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფილიპ დაიენმა, ეთერიუმის მკვლევარმა, ტვიტერზე მათი ქმედებები გააკრიტიკა. მას კვერი დაუკრა ენდრიუ პოსტრამ და თქვა, რომ ASIC-გაუმტარობის გეგმა გამოუსადეგარია. ამასთან, დადის ეჭვებიც, რომ მიმდინარე ცვლილებებმა და განახლებებმა (იგულისხმება Antminer X3-ში) ალგორითმში შეიძლება კოდი დაასუსტოს და მისი უსაფრთხოების პრობლემა შეიქმნას.

ამიტომაც ერთ-ერთმა დეველოპერმა, "iamsmooth" -მა "ASIC-friendly" (ASIC-მეგობრული) პოლიტიკის გატარება შესთავაზა საზოგადოებას, რაც ამ ხელსაწყოების მცირედით შეზღუდვას გულისხმობს.

moneromooo-ც კი დაეთანხმა ამ მიდგომას და დასძინა, რომ ყოველ 2 წელში ერთხელ განახლების მეთოდი უბრალოდ საშინელი გეგმა იყო და, იმედია, უკეთესი ალგორითმის შექმნა მოხერხდება.

მაგრამ მანამდე, Spagni და სხვა კიდევ ბევრი დაიცავენ მონეროს ქმედებებს. „ეს ცუდსა და უფრო ცუდს შორის არჩევანს ჰგავს“ თქვეს Spagni-ში. მან ასევე განმარტა, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებებს- ამას საზოგადოება აკეთებს.

წყარო: coindesk.com

bottom of page