top of page

სტელარის  და რიპლის თანადამაარსებელი დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს


ჯედ მაკქეილებმა, რიპლის თანადამაარსებელმა და Mt. Gox-ის გაცვლითი პუნქტის დამაარსებელმა, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის წარმატებისთვის აუცილებელია დეცენტრალიზებული ქსელი. სწორედ ამიტომ წამოვიდა ის რიპლიდან 2014 წელს სტელარის შესაქმნელად.

“ცენტრალიზირებული გადახდების სისტემა PayPal-სა და Swift-ზე უკეთესი ვერ იქნება” - განაცხადა ჯედმა CNBC-თან ინტერვიუში. დეცენტრალიზებული სისტემა კი განვითარების პოტენციალს უსაზღვროს გახდის.


რიპლი ცენტრალიზებულია

მაკქეილებმა თქვა, რომ ძნელია ნოდების მართვა Ripple Lab-ის გარეთ, და ზოგადად ის ფაქტი, რომ ნოდების ძირითად ნაწილს რიპლის გუნდი მართავს, აღშფოთებას უნდა იწვევდეს

მაკქეილები, რომელიც სტელარის ტექნოლოგიების მენეჯერია, ამბობს, რომ სტელარი არის ინტერნეტის დონის პროტოკოლი. მისი თქმით, პროტოკოლი არაკომერციული კომპანიის შექმნილი იყო და ამის ხაზგასასმელად განაცხადა, რომ ინტერნეტი სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა, თუ შემქნელების მთავარი მოტივაცია ფული იქნებოდა.

სტელარი გარკვეულწილად იმიტომ არის წარმატებული, რომ არ აქვს ინვესტორთა ლიმიტი. მათი მონეტები კი მრავალ ადამიანს აქვს.

სტელარის მონეტები, რომელიცაა ლუმენები და XLM, ტოპ 10 უდიდესი კრიპტოვალუტის სიაშიც კი მოხვდა წელს, თუმცა ამის შემდეგ ფასი 34%-ით დაეცა.

ბოლოს, მაკქეილებმა განაცხადა, რომ სტელარის ტრანზაქცია მაქსიმუმ 5 წამში ხორციელდება, რაც ბიტკოინის შედეგებზე უკეთესია.

წყარო: ccn.com

bottom of page