top of page

გახდება თუ არა რიპლი ნომერ პირველი ვალუტა აპრილში?


ამასწინათ, ჩვენ გვქონდა სტატია რიპლისა და Western Union-ის კოლაბორაციაზე და სიახლეები ამ გაერთიანების შესახებ ამ კვირაშიც ვრცელდებოდა.

Western Union არის ამერიკაში დაფუძნებული ფინანასური სერვისების კომპანია. კლიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი ფულადი გადარიცხვებისთვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, თუმცა კრიპტოვალუტა ამ მეთოდებში ჯერ-ჯერობით არ შედის.

Ripple X Western Union კოლაბორაციას სავარაუდოდ 18 აპრილს ვიხილავთ. ეს უფრო ადრეა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, თუმცა ოფიციალური განცხადებები რიპლს ჯერ არ გაუკეთებია, ასე რომ, შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია. თუმცა, თუ კი ყოველივე ეს რეალობას შეესაბამება, XRP-ის ფასი მკვეთრად აიწევს, მაგრამ რაც მთავარია, ეს პროცესები დააჩქარებს კრიპტოვალუტის ჩვეულებრივ ვალუტად მიღებას.

ამ ჭორებს ავრცელებს Cryptocurrency Youtuber, გთავაზობთ მის ვიდეოსაც:


ვიდეოში, Cryptocurrency Youtuber საუბრობს თუ როგორ იმოქმედებს ეს კოლაბორაცია კრიპტოვალუტის დამკვიდრებაზე მსოფლიო საბანკო სისტემაში. ამ კოლაბორაციის შემდეგ, რომელიც შესაძლოა 18 აპრილს შედგეს, რიპლის ფასები მერყეობას დაიწყებს, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი ინვესტორი ჩადებს ამაში ფულს. შესაძლოა ეს არ მოხდეს უშუალოდ Western Union-ით განხორციელებული ტრანზაქციებით, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრი ადამიანი უკან დაიხევს ამ დროისთვის ცოტაოდენი შიში გამო.

Cryptocurrency Youtuber თვლის, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი შეიცვლება აპრილსა და მაისში და ეს მოხდება არა მხოლოდ ამ კოლაბორაციის გამო. თუმცა, ის ასევე ფიქრობს, რომ ამ საერთო პროექტის სათავეში რიპლი იქნება. ის ამას „პარადიგმის გადანაცვლებას“ უწოდებს, რაც ბევრ რამეს შეცვლის. ამისთვის Cryptocurrency Youtuber-მა სწორი სიტყვათა შეხამება გამოიყენა, რადგან ის კარგად აღწერს, თუ რას მოუტანს ეს პროცესი კრიპტოვალუტების დამკვიდრებას და როგორ გაზრდის ბაზარს.

საერთო ჯამში, ვიდეოში კარგადაა განხილული რიპლთან დაკავშირებული ჭორები.

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page