Danske ბანკის მიდგომა კრიპტოვალუტების მიმართ
დანიის ყველაზე დიდი ბანკი, Danske, აკრიტიკებს კრიპტოვალუტებს მათი მაღალი რისკისა და გამჭირვალობის ნაკლებობის გამო.
დოკუმენტში, რომელიც კვირას გავრცელდა, ბანკი, გაზრდილი ყურადღების მიუხედავად მომხმარებლებისა და ინვესტორებისგან, ასახელებს სამ ძირითად მიზეზს იმისა, თუ რატომ არიან ისინი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი.
ვინაიდან კრიპტოვალუტები ცენტრალური ბანკების მიერ არ არიან გამყარებულნი, ისინი უსაფრთხოების დონეს უჩივიან, რაც მომხმარებლებზე და ინვესტორებზე აისახება. ამასთან, მაღალი არასტაბილურობა და ფასების დადების პროცესის გაუმჭირვალობა ქმნის ძალიან მოკლე თვალსაწიერს იმის გასაგებად, თუ ზოგადად რა ფაქტორები მოქმედებენ ფასებზე. და ბოლოს ზედამხედველობის არარსებობა, რაც კრიპტოვალუტებს კრიმინალებისთვის მარტივ სამიზნედ აქცევს.
ასე რომ, ბანკის თქმით:
„ჩვენ მომხმარებლებს ვურჩევთ, თავი აარიდონ კრიპტოვალუტაში ინვესტირებას. ამ სამი მიზეზის გამო კრიპტოვალუტით ვაჭრობა უბრალოდ შეუძლებელია ჩვენს პლატფორმაზე. თუმცა, ჩვენ მუდმივად ვადევნებთ ბაზარს თვალყურს და თუ კრიპტოვალუტა უფრო გამჭირვალე და სანდო გახდება, შესაძლოა მას დავუბრუნოთ ეს პრივილეგია.“
მომხმარებლებს ისევ შეუძლიათ, ბანკის საკრედიტო ბარათების გამოყენებით შეიძინონ კრიპტოვალუტა. კრიპტოსკენ მიმართული მოქმედებების პარალელურად Danske ბანკი სულ უფრო და უფრო მიჯაჭვული ხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. [if !supportLineBreakNewLine] [endif]
წყარო: coindesk.com