top of page

„აურზაური და მღელვარება ისევ დაიწყება“


ფინანსური ანალიტიკოსები შეიძლება ჩაციკლულნი იყვნენ ბიტკოინის ე.წ. "სიკვდილის ჯვარზე" და იმაზე, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს კრიპტოვალუტისთვის, რომელიც წინ მიიწევს, მაგრამ Abra-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ბარჰიდტი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მღელვარება წინ გველის.


ბარჰიდტმა, რომელმაც თავის დროზე Goldman Sachs-ის სავაჭრო სისტემები შეიმუშავა, ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ჰეჯ-ფონდები და სხვა ინსტიტუტები უკვე კრიპტო აქციებს, როგორც "უზარმაზარი შესაძლებლობას", ისე უყურებენ და როცა ისინი დაიწყებენ არსებულ ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელებას, „აურზაური და მღელვარება ისევ დაიწყება“.


„მე ვესაუბრები როგორც ჰეჯ-ფონდებს და მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ასევე სასაქონლო ბირჟის სპეკულატორებს. ისინი ხედავენ რა კრიპტო ბაზრების ცვალებადობას, ამას აღიქვამენ, როგორც მოსალოდნელ დიდ შესაძლებლობებს.“ - განაცხადა ბარჰიდტმა- „როდესაც ეს მოხდება, აურზაური და მრელვარება დაიწყება და ეს მალე არ ჩაცხრება.“


მისი თქმით, ინსტიტუციონალური ინტერესების გაღვივება უკვე დაწყებულია იაპონიაში, რომელიც პირველი მაჩვენებელია იმისა, თუ რა მოხდება მალე დასავლეთშიც მიუხედავად საცალო ბაზრის ინტერესისა, რომელიც ბოლო თვეებში მკვეთრ ვარდნას განიცდის.


„ამჟამად დასავლეთის კრიპტო სივრცეში არ არის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციონალური ფული.“ - აღნიშნა ბარჰიდტმა - „ეს ხდება იაპონიაში. მას შემდეგ, რაც დიდი ნაწილი დასავლეთის ინსტიტუციონალური ფულისა დაიწყებს შემოსვლას - ფრთხილად უნდა იყო. დასავლეთში ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ აზრს, რომ აქციების ნახევარი პროცენტის კრიპტოში ჩადება მისაღებია.“


როგორც CCN იტყობინება, ამერიკის ექსპრესის მიერ მხარდაჭერილმა ფირმამ ახლახანს გულდასმით გადასინჯა მისი ბიტკოინის საინვესტიციო აპლიკაციის შიდა სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ინვესტიციები გონიერი კონტრაქტების გამოყენებით 20 კრიპტოვალუტასა და 50 მყარ ვალუტაში.


ბიტკოინის ან აშშ დოლარის Abra- ს მობილურ საფულეში დეპოზიტის შეტანის შემდეგ, მომხმარებლებს შეეძლებათ განახორციელონ ნულოვანი გაცვლები დანარჩენი 69 ვალუტისთვის აპლიკაციის შიგნით, რომელიც აგებულია როგორც „stablecoin“-ის კონტრაქტები ბიტკოინის ქსელში. მომავალში, აბრა ასევე აპირებს, დაამატოს დეპოზიტი და თანხის გატანა ლაითკოინზე და ეთერეუმზე.


წყარო: ccn.com

bottom of page