top of page

ვენესუელას პრეზიდენტმა შესაძლოა ინფორმაცია გააყალბა


ვენესუელას პრეზიდენტის თქმით, პირველმა სახელმწიფო კრიპტოვალუტამ ICO-თი 5 მილიარდი მოაგროვა. თუმცა, როგორც CCN და Criptomoedas Fácil ამბობენ, ამ ოდენობის თანხის შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია.


მთავრობის ოფიციალური საიტის მიხედვით, ზუსტად 38 400 00 მონეტა იყო გამოტანილი ბაზარზე, თითოეულის ღირებულება 60 დოლარია (არ ვითვალისწინებთ იმ 60%-იან ფასდაკლებას, რაც მთავრობამ დააწესა ამ პროცესის დროს). რიცხვები მეტობით რომ დავამრგვალოთ და ფასდაკლებაც არ ჩავთვალოთ, მაქსიმუმ 2.304 მილიარდი დოლარის შეგროვებაა შესაძლებელი. თუ მადურო 5 მილიარზე სიმართლეს ამბობს, მაშინ ის ტყუის სხვა ყველაფერზე ამ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ყველაფრის შემდეგ, მონეტები 46%-ით კიდევ უფრო იაფად გაიყიდა.

სიახლეები უკვე აშუქებენ კიდევ ერთ ვენესუელურ ინიციატივას, რომელმაც უკვე გამოიწვია აზრების სხვადასხვაობა. ვენესუელას კონგრესმა უკვე გამოაცხადა ეს ვალუტა, როგორც არალეგალური და არაკონსტიტუციური. ქვეყნის ეროვნულმა კრებამაც დასდო პეტროს ბრალი თაღლითობაში და იგი ინვესტორებისათვის პოტენციურ საფრთხედ გამოაცხადა. მეორეს მხრივ, ჩინეთის მთავარმა საკრედიტო სააგენტომ, „Dagong“-მა, პეტროზე რამდენიმე კარგი სიტყვა თქვა.

ვენესუელას პრეზიდენტის თქმით, პრე-სეილის პერიოდში - 30 დღის განმავლობაში -პეტროს ყიდვის 200 927 მსურველი იყო 133 სხვადასხვა ქვეყნიდან.

რუსეთი და Petro

რუსეთის მთავრობამ უარყო რაიმე სახის კავშირი ვენესუელურ კრიპტოვალუტასთან. „2018 წლის 21 თებერვალს ჩატარებული შეხვედრისას მოსკოვში ვენესუელას ეკონომიკის მინისტრმა ბროშურა გადასცა რუს პარტნიორებს, სადაც პეტროზე იყო ინფორმაცია.“ - რუსეთი ადასტურებს ინფორმაციის ფლობას, მაგრამ დაჟინებით უარყოფს რაიმე კავშირის ქონას ამ საქმესთან.


TASS-მა (საინფორმაციო ქსელი) განაცხადა, რომ მადურომ რამდენიმე პარტნიორი იპოვა და ახლა პეტროთი ვაჭრობა შესაძლებელია რუსული რუბლით, თურქული ლირით, ევროთი და იანითაც. მისი თქმით, ინვესტორებს ამ ვალუტებითაც შეეძლებათ ვაჭრობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამის გაკეთება სად შეეძლებათ.


Time-ის სტატია, რომელიც უკვე გაკიცხულ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ, ამტკიცებს, რომ პეტროს გამოშვება რეალურად ვენესუელასა და რუსეთის ერთობლივი პროექტი იყო ამერიკული სანქციების წინააღმდეგ.

წყარო: ccn.com

bottom of page