top of page

რა არის ელექტრონული საფულე?

ელექტრონული საფულე კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ინახავს პირად და საჯარო გასაღებებს და ურთიერთქმედებს სხვადასხვა ბლოკჩეინთან, რათა საშუალება მისცეს მომხმარებლებს, გადააგზავნონ და მიიღონ ციფრული ვალუტა და თვალი ადევნონ თავიანთ ბალანსს. თუ გსურთ ბიტკოინის, ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის გამოყენება, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ციფრული საფულე.


(წყარო:bitemycoin.com)


როგორ მუშაობს ის?


მილიონობით ადამიანი იყენებს ელექტრონულ საფულეებს, მაგრამ არსებობს გარკვეული გაუგებრობა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ტრადიციული ჯიბის საფულისაგან განსხვავებით, ციფრული საფულე არ ინახავს ვალუტას. ფაქტობრივად, ვალუტები არ ინახება არც ერთ ლოკაციაზე და არ არსებობს ფიზიკური ფორმით. ყველაფერი, რაც არსებობს, არის ჩანაწერები სავაჭრო ოპერაციების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინზე ინახება.


ელექტრონული საფულე არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინახავს თქვენს საჯარო და პირად გასაღებებს და ურთიერთქმედებს სხვადასხვა ბლოკჩეინთან იმისათვის, რომ მომხმარებლებმა თვალი ადევნონ საკუთარ ბალანსს, გააგზავნონ ფული და აწარმოონ სხვადასხვა ოპერაციები. როდესაც ადამიანი გიგზავნით ბიტკოინს, ან სხვა ტიპის ციფრულ ვალუტას, ის არსებითად უარს ამბობს საკუთარი კრიპტო ჟეტონების ფლობაზე და გადარიხვისას მიუთითებს თქვენი საფულის მისამართს. იმისათვის, რომ შეძლოთ ამ ჟეტონების დახარჯვა და ფულადი სახსრების გახსნა, თქვენს საფულეში შენახული პირადი გასაღები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მისამართს, რომელზეც ვალუტაა მიმაგრებული.


თუ გამომგზავნის საჯარო და პირადი გასაღებები ერთმანეთის შესაბამისია (ორივე მათგანი განსხვავებული რიცხვებისა და ასოების კომბინაციას წარმოადგენს, თუმცა ეს ორი განსხვავებული მონაცემი უნდა ესადაგებოდეს ერთმანეთს), თქვენი ციფრული საფულის ბალანსი გაიზრდება, გამომგზავნის ბალანსი კი შემცირდება. რეალურად, არ არსებობს ნამდვილი ჟეტონების გაცვლა. სავაჭრო ოპერაცია უბრალოდ გამოიხატება სავაჭრო ოპერაციის ჩანაწერით ბლოკჩეინზე და თქვენი კრიპტოვალუტის საფულეში ბალანსის შეცვლით.


წყარო: Blockgeeks.com

bottom of page