top of page

LiteCoin-ის ფასი 300 აშშ დოლარის ნიშნულს გადასცდა


LiteCoin-ის დმფუძნებელი ჩარლი ლი, გუშინ სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია CNBC-ს გადაცემაში Squawk Alley.


საინტერესოა, რომ LiteCoin-ის ფასი ამ დროისთვის 187 $-ს შეადგენდა, ინტერვიუს დასრულების შემდეგ, კი უმალ ზრდა დაიწყო და ამ წერის მომენტში, 323 აშშ დოლარს შეადგენს.





ჩარლის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ განვითრდება კრიპტოვალუტების ბაზარი, ჩარლიმ ასე უპასუხა:

„მომავალში მხოლოდ რამდენიმე კრიპტოვალუტა დარჩება, რადგან დღესდღეობით მათი დიდი ნაწილი არანაირ პრობლემას არ აგვარებს და არ გააჩნია ტექნოლოგიური ღირებულება.


თუმცა ცხადია, არის ლაითკოინი და კიდევ სხვა რამოდენიმე ვალუტა, რომელიც რეალურად ციფრული ფულის გამოყენებადობას ზრდის და აგვარებს არსებულ პრობლემებს.


ფიზიკური ვალუტის (როგორიცაა აშშ დოლარი) ციფრული ვალუტით ჩანაცვლება, ალბათ გარდაუვალია, თუმცა ამით არავინ იზარალებს, პირიქით, მალე ყველა გაიაზრებს ამ ალტერნატივის უპირატესობას და ყველა მოგებული დარჩება!“



საინტერესოა ერთი კომენტარიც რომელიც ჩარლი ლიმ დაუწერა ერთ ერთ ტვიტერის მომხმარებელს:

ჩარლი ლი tweet : '' ლაითქოინის ყიდვა არის ძალიან სარისკო. მე მოველოდები რამოდენიმე წლიან ბაზრის ქვევითკენ სვლას, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ წარსულში, ლაითქოინმა როდესაც დაკარგა 90% ღირებულების ($48 დან $4 მდე). თუ ვერ გადაიტან LTC ჩამოვარდნას $20 მდე , მაშინ ნუ იყიდით! :D ''

ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

Comments


bottom of page