top of page

Binance-ი კრიპტო მტვრისგან გასუფთავების საშუალებას გვთავაზობს


„ჰაშები ჰაშებად, მტვერი BNB მონეტებად.“ - ამ წინადადებით გამოვიდა კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბირჟა - Binance, რომელიც მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს.


კრიპტო მტვერი კრიპტოვალუტის ნაწილაკებს ეწოდება, რომელთა დახარჯვაც შეუძლებელია, ვინაიდან მათზე ტრანზაქციის საკომისიოები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თავად ეს ნაწილაკები. ხშირად ის უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაჭრობის ზღვარის მინიმუმი, რის გამოც ეს თანხა მომხმარებლების საფულეში გაუნძრევლად ინახება, საიდანაც მომდინარეობს ტერმინი „მტვერი“.


უმოქმედო ფონდებთან საბრძოლველად, Binance-მა ახალი ფუნქცია გამოუშვა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები კრიპტოვალუტის მტვრის BNB მონეტებად - ბირჟის კრიპტოვალუტად - ქცევას შეძლებენ.


ჩანგპენგ ჟაომ, კრიპტობირჟის CEO-მ, ახალი ხელსაწყოს არსებობის შესახებ, რომელსაც „ცოცხი“ (broom) ეწოდება, ტვიტერის მეშვეობით გამოაცხადა.


BNB მონეტის გამოყენება შესაძლებელია Binance-ის პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიოების დასაფარად. კომპანია მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტების ბირჟის სახელს ინარჩუნებს და მისი მონეტაც ტოპ ოცეულში შედის მსოფლიო ბაზარზე.


How-to ინსტრუქციაში ვებ გვერდი აღწერს მტვრის კონვერტაციის მეთოდს. ბირჟამ დაამატა ღილაკი „convert to BNB” (გადააკონვერტირე BNB-ში), რომელიც მომხმარებლებს ამ პროცესში დახმარების ინსტრუქციას სთავაზობს. სანამ დაიწყებდეს, მომხმარებელი ირჩევს კრიპტოალუტის მტვერს გადასაკონვერტირებლად.


ამჟამად, ხელსაწყო მხოლოდ დესკტოპ ვერსიებზე მუშაობს და Binance-იც საკმაოდ ბევრ მოთხოვნას იღებს, რამაც შესაძლოა პროცესი შეანელოს. კომპანიის თანახმად, თითოეულ მომხმარებელს მტვრისგან გასუფთავება მხოლოდ ერთ სრულ დღეში ერთხელ შეუძლია. ამასთან, არსად ჩანს ამ კონვერტაციების ისტორია, რაც დროთა განმავლობაში სავარაუდოდ შეიცვლება.


წყარო: coininsider.com

Comentários


bottom of page