top of page

"ტრადიციული ფულის მსგავსად, ბიტკოინს არ გააჩნია შიდა ღირებულება"


ბიტკოინის შეზღუდული მიწოდების, შიდა ღირებულებისა და შუამავლის ნაკლებობის გათვალისწინებით, წმინდა ლუისის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა კრიპტოვალუტა ჩვეულებრივ ფულს შეადარა.


ბოლო პოსტში ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განაცხადა:


„ტრადიციული ფულის მსგავსად, ბიტკოინს არ გააჩნია შიდა ღირებულება.“


ბანკის კვლევითმა ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინი არაეფექტურია ბევრ ასპექტში. გარდა იმისა, რომ ტრანზაქციის განხორციელებისას სხვა მონეტებთან შედარებით ის ძალიან ნელია, მათ ასევე აღნიშნეს, რომ ცოტა ხნის წინ ბიტკოინთან დაკავშირებული რამოდენიმე თაღლითობა შეინიშნა.


ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნია ბუნებრივი ღირებულება, რადგან ისინი რეალური სამყაროდან რაიმე საქონლით არ არის გამყარებული.


თუმცა, არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამერიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ბიტკოინი მთავრობის ვალუტაზე უკეთესია. მათი აზრით, ცენტრალურ ბანკებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეროვნული ვალუტების დევალუაცია, ხოლო კრიპტოვალუტებს მკაცრად განსაზღვრული მიწოდება აქვს.


ცენტრალური ბანკის განცხადებასთან დაკავშირებით, ინტერნეტში ბევრი ადამიანის კომენტარიც გამოჩნდა. რამოდენიმე შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ:


„კრიპტოვალუტა განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც ჰიპერინფლაცია და კორუფციაა გამეფებული. სიმბოლურად ის ახალ ერას წარმოადგენს.“


„არადა, ეს აშკარად იგივე არაა... ბიტკოინის ან ნებისმიერი კრიპტოვალუტის მყარ ვალუტასთან შედარება, მათი შემქმნელების შეურაცხყოფაა. ის იმავე მიზნით არაა შექმნილი და არც მსგავსად მუშაობს, “ - განაცხადა ერთ-ერთმა კრიპტო ენთუზიასტმა.


„სინამდვილეში, ბიტკოინი მართლაც ფულია, ხოლო მყარი ვალუტა - კრედიტი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გაცვლის საშუალებას წარმოადგენს, მყარი ვალუტა არის ვალდებულება, რადგან Fed ვალდებულია, მიიღოს იგი (წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება სრულიად უსარგებლო). ბიტკოინის (ან ოქროს) მიღება არავისთვისაა სავალდებულო,“ – Reddit-ის მონაწილის თქმით.


„ისინი ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ. ბიტკოინი სასაქონლო ფულია. ეს არის კალამი, რომელიც მსოფლიოს საჯარო უცვლელ დავთარში შესასვლელად გჭირდება.“ - ბიტკოინის მიმდევარის განცხადებით.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page