top of page

კრიპტოებით მოვაჭრე მერობაზე იყრის კენჭს


მაშინ, როცა ტაივანს საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, თუ რა სახის პოლიტიკა გაატაროს კრიპტოვალუტების მიმართ, ჩენგ ი-თინი, OTCBTC-ს კრიპტობირჟის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კენჭს იყრის დედაქალაქ ტაიპეის მერობის არჩევნებზე. მას მოუწევს, დაამარცხოს რამდენიმე ინდივიდუალური კანდიდატი და მმართველი პარტიის წარმომადგენელი. თავადი ჩენგი პარტიის გარეშე იყრის კენჭს და პირობას დებს, რომ გაზრდის კუნძულზე კრიპტოინვესტიციების რაოდენობას.


რა მოხდება, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს?


იმ შემთხვევაში, თუ ჩენგი სათავეში ჩაუდგება 2,7 მილიონიან ქალაქს, ეს, სავარაუდოდ, დიდ როლს ითამაშებს მსოფლიო კრიპტობაზრის სამომავლო განვითარებაში. მისი გამარჯვება ერთპიროვნულად კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ფინანსურ ტექნოლოგიურ სექტორს.


ჩენგის მიზანია, გაზარდოს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის მოცულობა ტაიპეიში, რაც უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. ასევე, მასსურს მოსახლეობაში გაზარდოს კრიპტოვალუტებზე ცნობიერება.


„ჩემი აზრით, ტაივანს ძალიან კარგი პოტენციალი აქვს, გახდეს წამყვანი კრიპტო ნაცია. მაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოვიზიდავ წამყვან კრიპტოექსპერტებს და ინვესტორებს ქვეყანაში.“ განაცხადა 35 წლის ჩენგმა. მის კრიპტობირჟას ჰყავს 300,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი და $30 მილიონის ოდენობის ყოველდღიური ბრუნვა.


წინააღმდეგობები ახლა და გამარჯვების შემთხვევაში


კრიპტოვალუტებისადმი დადებითად განწყობილი მერის გამარჯვება და შემდგომი საქმიანობა ადვილი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამომრჩეველს სურს კრიპტობიზნესში აქტიური მოღვაწეობა, მათ ასევე სურთ მერი, რომელსაც გააჩნია სხვა ადმინისტრაციული უნარები.


მისი გამარჯვების შემთხვევაში, ტაივანის წინ ბევრი შესაძლებლობა გადაიშლება, რადგან მერის ძალაუფლებაში იქნება ფინანსური სექტორის ბევრი ასპექტი. მაგალითად, რეკლამების რეგულაცია, გადასახადების დაწესება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო კავშირი. ეს საკმაოდ დროული იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ახლა უფრო აქტიურად, როგორც არასდროს, მსჯელობს კრიპტობაზრის რეგულაციებსა და ლიბერალიზაციაზე.


წყარო: forbes.com

bottom of page