top of page

კრიპტოვალუტების ინტეგრირებამ ონლაინ საბანკო სერვისების კომპანიაზე დადებითად იმოქმედა


წლების მანძილზე TransferWise იყო ონლაინ საბანკო სერვისების წამყვანი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს იაფ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობდა, დადასტურების მარტივი და უსაფრთხო მეთოდით.


ამ თვეში, Revolut-ის ღირებულებამ $1,7 მილიარდს გადააჭარბა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათ კრიპტოვალუტების ინტეგრირება მოახდინეს. ამით TransferWise-საც გადაასწრეს.


„მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობა ზრდას გააგრძელებს. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის დამკვიდრდება ის გადახდის უფრო პოპულარულ გზად.“ განაცხადა ფრიდმანმა: „როცა კრიპტოვალუტებს შეხედავ და იკითხავ, გინდა თუ არა იყო ამ დიდი ბაზრის ნაწილი, Nasdaq-ის პასუხია: ცხადია, ჩვენ განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“.


კრიპტობაზარი ჯერაც შედარებით მცირეა - $400 მილიარდის ღირებულების - თუმცა ის არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია. როგორც CNN-მა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის მოგებამ გერმანიის ყველაზე დიდი, Deutsche Bank-ისას გადააჭარბა. კრიპტოსივრცის სტარტაპები ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების პირდაპირი კონკურენტები არიან.


Revolut-ის ღირებულება გასულ წელს მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო და კონკურენციას ვერ უწევდა სფეროს ლიდერ TransferWise-ს, თუმცა 2017 წლის ბოლოს მათ მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისიც შესთავაზეს. ასევე შესთავაზეს საბანკო ბარათი, რომლითაც შეძლებდნენ კრიპტოვალუტებში გადახდას ყველგან, სადაც მიიღებოდა Visa.


1 წლის განმავლობაში Revolut-ის ღირებულებამ $1,7 მილიარდს გადააჭარბა და უშუალო კონკურენტს აჯობა.


მოერგე ან იყავი იზოლირებული


სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ამჯობინეს, მორგებოდნენ კრიპტოვალუტებს და იმ ინდუსტრიებსა და ბიზნესებს, რომლებიც ამ სფეროს თან ახლავს. ამ თვეში, კორეის სტრატეგიისა და ფინანსების მინისტრმა განაცხადა, რომ ბანკებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მზარდ კრიპტოინდუსტრიაზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ამ სისტემამ შეიძლება მოიტანოს.


წყარო: ccn.com


bottom of page